ყველა

ნიკოლას გელოვანი

ამ სერიალს ამგვარი სახელწოდება აქვს არა იმიტომ, რომ ასახავს ავიაკატასტროფისას დაკარგულ ადამიანთა ყოფას, არამედ იმიტომ, რომ ყველანი (კუნძულზე მოხვედრამდე) იყვნენ დაკარგულნი ცხოვრებაშიც და საკუთარ თავშიც. ოდენ კუნძულზე იპოვეს ის, რაც ეწადათ; ის, რასაც ესწრაფვოდნენ და მიელტვოდნენ. იქ შეძლეს საკუთარი თავის შეცნობა. „დაკარგულები“ არის ენიგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ნება-ნება უნდა ამოხსნა და შეიმეცნო.

 ერემიტი, ტოვებს რა ამქვეყნიურ ორომტრიალს, მისი თვითმიზანია კავშირი ღმერთთან და წმინდანებთან.  მისი გაქცევაც  ამ კავშირის მაქსიმალური გაძლიერების შესაძლებლობაა. განსაკუთრებით მოუკლებელი ლოცვა, ანუ ღმერთთან მუდმივ დიალოგში ყოფნა.

გურამ იმნაძე

დღესაც, ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში – ფოკუსი არა ფონიჭალაზე, არამედ იმაზე უნდა გვქონდეს, ვინც მოძალადეებსა და მსხვერპლს შორის ჩადგომაზე, ლექსოს და მისი ათეულობით კოლეგის უსაფრთხოების დაცვაზე უარი თქვა

პუბლიკა

ჰომო/ბი/ტრანსფობია ქვიარების ყოველდღიურობის ნაწილია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ბოლო დღეებში გახდა, როდესაც მოქალაქეები სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმებბზე ალაპარაკდნენ - „თავდასხმა პარკში მაისურის ფერის გამო“; „დაპირისპირება მეტროში საყურის გამო“; „თავდასხმა ფერადი ჩანთის გამო“ - ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების სამიზნე არამხოლოდ ქვიარები, არამედ ისინიც ხდებიან, ვისი ჩაცმის სტილი თუ გარეგნული მახასიათებლები ძალადობრივ ჯგუფებს არ მოეწონებათ.

სულ მალევე ნათელი გახდა, რომ ასიმპტომური თუ პრესიმპტომური მტარებლობა პანდემიის მართვის პოლიტიკის აქილევსის ქუსლი გახლდათ და მთელ ამ ამბავს WHO-ს არამკაფიო პოზიციაც ართულებდა. თავდაპირველად მათ აღნიშნეს, რომ ასიმპტომური ინფიცირებულები სხვებს ძალზედ იშვიათად აინფიცირებდნენ.

პუბლიკა

როგორ უნდა იმკურნალონ იმ პაციენტებმა, რომლებიც დაავადების მსუბუქი ფორმით ბინაზე რჩებიან, საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკების მიღება კოვიდის დროს და კოვიდის დიაგნოზის შემდეგ უნდა გაგრძელდეს თუ არა იმ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც ადამიანი ინფიცირებამდე იღებდა? - კოვიდის მქონე პაციენტებში მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხები ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა  მოამზადა.

დავით ბუხრიკიძე

ეს დემნა გვასალიას ჩვეული, დამაბნეველი და მოხდენილი ტექსტია, რითაც ის კრისტოფერ ბალენსიაგას სალონში, 1968 წლის შემდეგ მოწყობილ პირველ Haute Couture ჩვენებას ეხმიანება. რამდენიმე დღის წინ, 7 ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენება ლეგენდარული ესპანელი დიზაინერის სალონში, აღიქმება როგორც 21-ე საუკუნის გადაძახილი მეოცე საუკუნის 60-იან წლებთან.

პუბლიკა

ღმერთმა ეს სამყარო შექმნა მრავალფეროვანი. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, არც ერთი ადამიანი ერთნაირი არ არის. ყველა ადამიანი უნიკალურია. რასობრივი, ლინგვისტური, გენდერული,  სექსუალური, კულტურული მრავალფეროვნება არეკლავს ამ სამყაროს შემოქმედის ჩანაფიქრსა და ბუნებას. „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა!“ – როგორც ამას შოთა რუსთველის პოეზია ღაღადებს უკვე მრავალი საუკუნეა.  

დავით ბუხრიკიძე

და კიდევ ერთი... თბილისი პრაიდის გახსნაზე, კლუბ „ხიდის“ დარბაზში  დაალოებით 250-300 სტუმარი შეიკრება. თუმცა მათ შორის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თავად ქვიარ თემის ოჯახის წევრების ხმამაღალი მხარდაჭერა იყო: „ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!“ სწორედ ასეთი იქნება დღეს, ღირსების მარშზე გამოსული ადამიანების დევიზიც.

ეს საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩენაა. როგორც ჩანს, რაც ახლა ხდება, თაობათა განმავლობაში ხდებოდა წარსულში. ჩვენი კვლევის მთავარი მიგნების თანახმად, თუ არ მივაღწევთ ვაქცინაციის მაღალ პროცენტს, პანდემია მრავალი თაობის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

დავით ბუხრიკიძე

მოლიერის ბოლო პიესა სახელწოდებით „ეჭვით ავადმყოფი“, რომელიც რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დადგა, კარგი მაგალითია, რომ ექსტრემალური სიტუაცია ზოგჯერ უკეთ აფხიზლებს, ვიდრე ნაყოფიერი შემოქმედებითი სიმშვიდე. ასე რომ,  სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორმა „ავადმყოფობის სიმულაცია“ უწოდა, რეალურობის შეგრძნებას სიმულაკრის დახმარებით ქმნის.

გიორგი ჭაუჭიძე

ანბანის სწავლა ანუ ასოების ცნობა და მათი ჩაწერა არის გარდამტეხი მომენტი კითხვის შესწავლისას. ეს პროცესი სისტემურად უკვე სკოლაში, მასწავლებლის მეთვალყურებით მიმდინარეობს და დაახლოებით 4-5-6-7 წლის ასაკს მოიცავს.