,,ალტ-ინფო": ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავეს

პუბლიკა

,,ალტ-ინფოს” ინფორმაციით,  ძალადობრივი პარტიის 2 ლიდერი დაკავებული არიან, – ამის შესახებ ისინი „ტელეგრამზე” წერენ.

„უახლესი ინფორმაციით სამართალდამცავებმა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავეს”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,პუბლიკა” ინფორმაციას შსს-ში დააზუსტებს.

ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები „თბილისი პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგოდ იყვნენ შეკრებილნი.