ამ დაძაბულ ვითარებაში მუშაობისას გვაქვს ნიმუშების 10%-იანი დაგროვება, მაგრამ არა მეტი – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სწრაფი დიაგნოსტირებისთვის PCR-ტესტთან ერთად ანტიგენზე დამყარებული ტესტებიც ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში, სადაც ყველაზე მეტი შემეთხვევაა. მისი თქმით, ხვალიდან დაიწყება და ანტიგენზე დამყარებული ტესტები ცხელების ცენტრებსა და პოლიკლინიკებში ჩაუტარდებათ პაციენტებს.

გიდასტურებთ, რომ ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მუშაობისას ჩვენ გვაქვს 10%-იანი ნიმუშების დაგროვება, მაგრამ არა – მეტი. აქედან გამომდინარე, ვმუშაობთ, ასევე, სხვა პროტოკოლზე, რადგან უკვე ოქტომბრის მორე ნახევარია, ვებგვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ, რომ ჩვენ დავიწყეთ მონიტორინგი სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაციის. ჯერჯერობით, ცირკულირებს რინო და გამოჩნდა ადენო. რა თქმა უნდა, ჩდება კორონა. არ ცირკულირებს გრიპის ვირუსი.

მაგრამ დიფერენციალური დიაგნოსტიკა რომ გვქონდეს სწრაფი (როცა ცხელებით მიდის ავადმყოფი, იქ ყველა კორონა არ არის) ამისთვის ხვალიდან, დღეს ამაზე ვიმსჯელეთ საკოორდინაციოზე, ყველაზე მეტი შემთხვევა სადაც გვაქვს – თბილისსა და ქუთაისში – ამ ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე. არა ანტისხეულებზე, არამედ ანტიგენზე ხაზს ვუსვამ, რომელიც იმავე ნაცხით კეთდება და გვაძლევს 10-15 წუთში პასუხს. ამ დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის ამას შევაშველებთ პისიარტესტებს, რომ ეს რიგები არ იყოს. ანტიგენზე დამყარებული ტესტები დაიხვეწა, მიუახლოვდა პისიარს, ამიტომ გამოვიყენებთ უმეტეს შემთხვევაში ამას, მაგრამ ცხელების ცენტრებსა და პოლიკლინიკებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 15 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი.