ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშებს და აქტივებს ყადაღა დაედო

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, ყადაღა დაედო გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ „8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.“

„აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება“, – აცხადებს უწყება.


3 სექტემბერს „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც განისაზღვრა გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების პროცედურები.

დაზარალებულის კომპენსაციის ახალი წესით, გამამტყუნებელი განაჩენით კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს.

ზიანის ასანაზღაურებლად მიექცევა შემდეგი ქონება:

  • მსჯავრდებულის საკუთრებაში არსებული ქონება;
  • თუ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები თანხით აქვს გადაცემული სხვა პირებისთვის ქონება;
  • ახლო ნათესავების ის ქონება, რომლის მიღებასთან დაკავშირებით პირი დამნაშავედაა ცნობილი ფულის გათეთრებისთვის [შემოსავლის ლეგალიზაცია];
  • მსჯავრდებულისა და ახლო ნათესავისთვის ან სხვა პირისთვის გადაცემული ქონება, მათ შორის, წარსულში, რომელთან დაკავშირებითაც პირი მსჯავრებული იქნება ფულის გათეთრებისთვის;
  • თუ პირები მსჯავრდებულს გადასცემენ სარგებლობაში უძრავ ან მოძრავ ქონებას, რომელიც საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი ღირებულების იქნება;