სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიების Facebook გვერდების გამოწერისას, „Meta” ( Facebook, Instagram, WhatsApp – ის მფლობელი კომპანია) მომხმარებელს აფრთხილებს.
„ამ გვერდმა არაერთხელ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია.
ამ გვერდმა გააზიარა პოსტები, რომლებიც არღვევს ჩვენს სტანდარტებს”.
– ვკითხულობთ პროპაგანდისტი მაუწყებლების გვერდების გამოწერისას.
როდესაც „Meta” Facebook გვერდის შესახებ წერს, რომ მათ არაერთხელ გააზიარეს ყალბი ინფორმაცია ან პოსტები, რომლებიც არღვევს საზოგადოების სტანდარტებს, ამის შედეგი შესაძლოა იყოს შემდეგი:
- შინაარსის ნაკლები გავრცელება: ასეთი გვერდების პოსტები შეიძლება ნაკლებად ჩანდეს მომხმარებელთა სიახლეების ზოლში (News Feed), რაც ამცირებს მათ მიღწევადობას და გავლენას.
- რეკლამის შეზღუდვა: Facebook-ს შეუძლია გვერდის შესაძლებლობები შეზღუდოს, მაგალითად, აუკრძალოს რეკლამების განთავსება ან გვერდის სპონსორირება.
- დამახასიათებელი ნიშნის მინიჭება: გვერდზე შეიძლება გამოჩნდეს გაფრთხილება, რომ იგი ხშირად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, რაც გავლენას ახდენს გვერდის რეპუტაციასა და სანდოობაზე.
- დროებითი შეზღუდვები: Facebook-ს შეუძლია დროებით დაბლოკოს გვერდის ფუნქციები, როგორიცაა პოსტების გამოქვეყნება ან მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
- გაუქმება ან წაშლა: თუ გვერდი სისტემატურად არღვევს Facebook-ის სტანდარტებს, შესაძლოა ის საერთოდ წაშალონ პლატფორმიდან.
სოციალური მედიის გიგანტი ამ პროცესში თანამშრომლობს ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებთან (fact-checkers), რომლებიც ადგენენ, არის თუ არა ინფორმაცია ყალბი ან შეცდომაში შემყვანი.