ირაკლი ხმალაძე „ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

პუბლიკა

ირაკლი ხმალაძე „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში წერია.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ხმალაძე სალიას მოადგილედ 15 მაისს დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

ირაკლი ხმალაძის ბიოგრაფია:

განათლება

  • 2005 – დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი;
  • 2015 – გაიარა ფინანსური მენეჯმენტის კურსი CAC-ში.

სამუშაო გამოცდილება

  • 2003–2005 – იურისტი, შპს იურიდიული ფირმა MJO;
  • 2005–2008  – ენერგეტიკის სამინისტრო – იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/წამყვანი სპეციალისტი;იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • 2008–2013 – ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
  • 2011-დან – ლექტორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
  • 2013–2017 – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (საპარლამენტო მდივანი);
  • 2017 წლიდან იყო თბილისის ვიცე-მერი;
  • 2025 – დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.