ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას

პუბლიკა

დღეს პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს:

  1. ენზელ მკოიანი
  2. კახებერ ოქრიაშვილი
  3. დიმიტრი ხუნდაძე

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს: 

  1. ირაკლი აბუსერიძე
  2. ბერაია ირაკლი
  3. ანზორ ბოლქვაძე
  4. გოგა გულორდავა
  5. გოჩა ენუქიძე
  6. მურმან ვახტანგაძე
  7. ცოტნე ზურაბიანი
  8. ედიშერ თოლორაია
  9. შალვა კიკნაველიძე
  10. კობა კობალაძე
  11. კარლო კოპალიანი
  12. გიორგი კოპაძე
  13. კობა ლურსმანაშვილი
  14. იოსებ მაკრახიძე
  15. სამველ მანუკიანი
  16. გურამ მაჭარაშვილი
  17. სულხან მახათაძე
  18. ირაკლი მეზურნიშვილი
  19. გოგი მეშველიანი
  20. სავალან მირზოევი
  21. რომან მუჩიაშვილი
  22. დიმიტრი მხეიძე
  23. პაატა მხეიძე
  24. თამაზ ნავერიანი
  25. რუსლან პოღოსიანი
  26. დავით სონღულაშვილი
  27. მერაბ ქვარაია
  28. მიხეილ ყაველაშვილი
  29. ირაკლი შიოლაშვილი
  30. გოდერძი ჩანქსელიანი
  31. ოთარ ჩრდილელი
  32. ნინო წილოსანი
  33. შოთა ხაბარელი
  34. ლერი ხაბელოვი
  35. ირაკლი ხახუბია
  36. თენგიზ ხუბულური
  37. ვიქტორ ჯაფარიძე

კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

კონსტიტუციური კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არჩევნები გაიმართება ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს, სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.