უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ( НАБУ) ცნობით, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი გერმან გალუშჩენკო 15 თებერვალს დააკავეს, რაც უწყების ცნობით, ე.წ Мидас-ის საქმეს უკავშირდება.
გამოცემა Українська правда წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალუშჩენკო მატარებლიდან ჩამოიყვანეს.
მედიის ცნობით, მესაზღვრეებს ანტიკორუფციული ბიუროდან და პროკურატურიდან მითითება ჰქონდათ მიღებული, რომ თუკი ყოფილი მინისტრი ქვეყნის დატოვებას შეეცდებოდა, შეეტყობინებინათ შესაბამისი ორგანოებისთვის.
„მიდასი“ არის მასშტაბური ანტიკორუფციული გამოძიებისთვის კოდური სახელწოდებაა, რაც ენერგეტიკის სფეროში მაღალი თანამდებობის პირების მიერ ფულის უკანონო გადანაწილებას უკავშირდება.
უკრაინული მედიების ცნობით, გამოძიება ოფიციალურად 2024 წლის ზაფხულში დაიწყო. გასული წლის 10 ნოემბერს НАБУ-მ ჩაატარა ფართომასშტაბიანი ჩხრეკა ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, გერმანი გალუშჩენკოს, სახლებში. იმავე დღეს, როგორც მედია იუწყება, НАБУ-მ მტკიცებულებების სახით გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, სადაც ზემოთხსენებული პირები ფიგურირებდნენ. აღნიშნული საქმე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის პერიოდში ყველაზე მასშტაბურ ანტიკორუფციულ საქმედ მიიჩნევა.