ვინ ვართ ჩვენ
„პუბლიკა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას.
„პუბლიკა“ შეიქმნა 2019 წლის 20 ოქტომბერს. მისი გამოცდილი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებით მომზადებულ ახალ ამბებს, სტატიებს, ინტერვიუებს, რეპორტაჟებს, თვალსაზრისებს, ვიდეო და აუდიო პროდუქციას.
ჩვენს მთავარ დანიშნულებად ვხედავთ ხელი შევუწყოთ მოქალაქეთა ინფორმირებულ არჩევანს, რაც დემოკრატიის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
ჩვენი ძირითადი მხარდამჭერები და პარტნიორები არიან ფონდი „ღია საზოგადოება  – საქართველო“ (OSGF) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი” (EED)
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემატიკასთან ერთად ჩვენს საიტზე ნახავთ კულტურულ, შემეცნებით, ლიტერატურულ, სამეცნიერო თემატიკის მასალებს.
თვალი გვადევნეთ ვებსა და სოციალურ ქსელებში. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის.

კონტაქტი

ჩვენი გუნდი