ავტორი
ვიდეო
ფოტო ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და ვაინიციირებთ“, - ეს განცხადება საზოგადოებას უმრავლესობის დეპუტატებმა, ე.წ. ხალხის ძალამ 14 თებერვალს პარლამენტში გამართული ბრიფინგიდან ამცნო. რუსული კანონპროექტს ჯერ მედიის, შემდეგ კი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ საპასუხოდ აქციები დაარბია, თუმცა ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო. 10 მარტს უმრავლესობას კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება მოუწია. როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონპროექტი, ნახეთ პროტესტის ქრონიკა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. აქციას მსვლელობით სტუდენტებიც შეუერთდნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის წინ 19:00 საათზე შეიკრიბა. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირიდან უკრაინის მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისში „ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.
„თავისუფლების აქცია“ - თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.