დავით ზილფიმიანი

დავით ზილფიმიანი

ხელისუფლებამაც ალბათ ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მოდით კონკრეტულად ვთქვათ: პრეზიდენტი - მას ხომ უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი არა. აი, მაგალითად იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. მე, ერთი დეპუტატი დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ გათავისუფლებაზე. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება ამას შესვლა ავ-კარგობაზე ჩვენი სასამართლო სისტემის, ეს არ მოიგულისხმება კანონით, უბრალოდ შეგიძლია შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა რაღაც გამართლება ამის?! დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და უფრო ინტელექტუალია. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ, რომ შველა შეიძლება
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი

მითხარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში ან იმაზე მეტი სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა თუნდაც საპატრიარქოს რეიტინგი და ნდობა იყო 99%. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი. სწორედ იქ ურტყამენ რუსები, სადაც ყველაზე ძლიერია მიშა სააკაშვილი და მიშა სააკაშვილი ნამდვილად არის ძლიერი, გაუტეხელი, მას უყვარს მისი ხალხი, მას უყვარს ღმერთი და მას უყვარს ყველა რელიგიის მიმდევარი, ყველა რწმენის მიმდევარი. ის პატივს სცემს ყველას და მას ნამდვილად უყვარს მისი ეკლესია
„ქართული ოცნება იქნება პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკური პარტია, რომელიც პირველივე ტურში გაიმარჯვებს, აბსოლუტურად ყველა რაიონში, ყველა ქალაქში. შეიძლება პირადი რეიტინგი მე უფრო მაღალი მოქონდეს იმიტომ, რომ არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეიძლება სხვა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მე მოვწონდე და მოწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები, ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია, არის ისეთებიც ვინც, პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება ნაციონლაური მოძრაობის მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს მე მაძლევდეს ხმას, ძალიან ბევრია ეგეთი ადამაინები“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ედისონ რისერჩის" კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.