იქნებ, პირველი ვაქცინაციის დროს და ურწმუნოთა დასანახად კი არა მარტო, ნდობის ასამაღლებლად ვაქცინაცია... იმ ასაკობრივი მოწოდებული ჯგფებიდან (პირველი ეს არის დარგში ყველაზე დიდი გამოწვევის მქონე პირები, ასაკობრივი ცენზი და ასე შემდეგ). ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე და იქნებ, გავაკეთოთ ინიცირება. მე, მაგალითად, მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკით, როგორც დარგის სპეციალისტმა, როგორც საკანონმდებლო სივრცის... საჯაროდ, ყველას დასანახავად ეს ვაქცინა გავიკეთო და ვთხოვ იმ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინც არის, არასამთავრობო სექტორიდან ვინც არის... საპატრიარქოს მივმართავ დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით (მათი რწმენისა და გავლენისა ადამიანის რწმენაზე) და ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ეს, ფრონტალურად, რომ ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა.
როგორც გითხარით, კონცერტები და ნაძვისხის ანთება, რადგან შეუძლებელია ადამიანების მობილიზება და ეს რისკ წარმოადგენს არსებულ ვითარებაში, შესაძლებელი იქნება, რომ ტელეეთერებიდან ვნახოთ ეს ყველაფერი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში, თქვენი, ადამიანების განწყობა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ. ზოგადად, ფროიდს აქვს ნათქვამი - რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს ჩვენს ფიქრებს. ძალიან კარგად მესმის სირთულეები, ძალიან კარგად მესმის გაჭირვება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი სოლიდარობით, ერთად დგომით, ყველაფერს გადავლახავთ და ყველაფერს მოვაგვარებთ.
ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რაც არც ხმაურდება და არც თვითპიარით არ ვართ გატაცებულები. ელემენტარულად, ვისაც ახსოვს წინა ხელისუფლება, დამეთანხმება ამაში. რაც შეეხება იმას, რომ კოვიდფონდი იხარჯება ახლა და კოვიდფონდში 130 მილიონი შეგროვდა, საიდანაც 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის შენატანი, ეს არის ფაქტი... 100 მილიონი რომ შეიტანა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა ხომ ფაქტია?! არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერ გვედავება ვერავინ ვერაფერს, ესეიგი სწორად ვიქცევით