avatar
ლადო კახაძე
იქნებ, პირველი ვაქცინაციის დროს და ურწმუნოთა დასანახად კი არა მარტო, ნდობის ასამაღლებლად ვაქცინაცია... იმ ასაკობრივი მოწოდებული ჯგფებიდან (პირველი ეს არის დარგში ყველაზე დიდი გამოწვევის მქონე პირები, ასაკობრივი ცენზი და ასე შემდეგ). ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე და იქნებ, გავაკეთოთ ინიცირება. მე, მაგალითად, მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკით, როგორც დარგის სპეციალისტმა, როგორც საკანონმდებლო სივრცის... საჯაროდ, ყველას დასანახავად ეს ვაქცინა გავიკეთო და ვთხოვ იმ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინც არის, არასამთავრობო სექტორიდან ვინც არის... საპატრიარქოს მივმართავ დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით (მათი რწმენისა და გავლენისა ადამიანის რწმენაზე) და ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ეს, ფრონტალურად, რომ ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.