მინდია გაბაძე

წელიწადში ერთხელ, ე.წ. ყველიერის კვირის ბოლო დღეს კახეთის ერთ-ერთ სოფელში, დიდ ჩაილურში მოსახლეობას ბერიკების ყიჟინი აღვიძებს. ეს დღეობა წელს 17 მარტს დაემთხვა. საიდან მოდის ბერიკაობის წარმოშობის ისტორია, ზუსტად არავინ იცის.  იგი სხვადასხვა ფორმით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა სოფელშია შემორჩენილი. თუმცა, დიდი ჩაილურის მოსახლეობა, რომელიც ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს, ამ ტრადიციას გაზაფხულის მოსვლას უკავშირებს. სწორედ ბერიკები არიან ისინი, ვის ხმაურსა და  ჟრიამულსაც გაზაფხული მოჰყავს.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.

ნათია ლევერაშვილი

ერთი აქტივისტის წინააღმდეგ სამებაში ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი 9 იანვარს შეასხეს. ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. მომდევნო დღეს მოძალადე და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით ფერაძის სახლთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და ფერაძის დასჯა მოითხოვა.

ადგილზე აღსრულების პოლიციის გამოჩენისთანავე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. მხარდამჭერებს სახლის შესასვლელი ბარიკადის შესაქმნელად მანქანებით ჩაეხერგათ. უწყების წარმომადგენელთა შეჩერებას წყლის შესხმით, დამუნათებით, ფიზიკური წინააღმდეგობით ცდილობდნენ

ნათია ლევერაშვილი

ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.

„ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი 7 ივნისიდან საპროტესტო აქციებს მართავს. 13 ივნისს 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. მოგვიანებით პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა, კომპანიასთან უშედეგო მოლაპარაკების გაგრძელებასთან ერთად კი ერთმა მაღაროელმა - თვალები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და ვაინიციირებთ“, - ეს განცხადება საზოგადოებას უმრავლესობის დეპუტატებმა, ე.წ. ხალხის ძალამ 14 თებერვალს პარლამენტში გამართული ბრიფინგიდან ამცნო. რუსული კანონპროექტს ჯერ მედიის, შემდეგ კი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ საპასუხოდ აქციები დაარბია, თუმცა ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო. 10 მარტს უმრავლესობას კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება მოუწია. როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონპროექტი, ნახეთ პროტესტის ქრონიკა.

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. აქციას მსვლელობით სტუდენტებიც შეუერთდნენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის წინ 19:00 საათზე შეიკრიბა. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირიდან უკრაინის მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

ნათია ლევერაშვილი

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისში „ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.

ნათია ლევერაშვილი

„თავისუფლების აქცია“ - თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი

შსს-ს ცნობით, მხოლოდ 26 სექტემბერს ლარსის გავლით საქართველოში რუსეთის 10 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ჟურნალისტებთან ბევრი არ საუბრობს. ვინც ჩერდება, ამბობს, რომ ე.წ. მობილიზაციას გამოექცა და ომის წინააღმდეგია. თითქმის არავინ იცის - უკან როდის დაბრუნდება.