ერთი აქტივისტის წინააღმდეგ

ერთი აქტივისტის წინააღმდეგ

ნათია ლევერაშვილი

ერთი აქტივისტის წინააღმდეგ სამებაში ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი 9 იანვარს შეასხეს. ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა.

მომდევნო დღეს მოძალადე და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით ფერაძის სახლთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და ფერაძის დასჯა მოითხოვა. აქტივისტის სახლსა და მოძალადე ჯგუფს შორის პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი იდგა. „ალტ-ინფოს“ და ყველას, თუკი ლაპარაკი შეგიძლიათ, გთავაზობთ დიალოგს, ერთად დავიცვათ სიწმინდეები – გელათი, ჯვარი, ნიკორწმინდა“, – ასეთი იყო ნატა ფერაძის facebook-პოსტი დღის ბოლოს.