„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და ვაინიციირებთ“, - ეს განცხადება საზოგადოებას უმრავლესობის დეპუტატებმა, ე.წ. ხალხის ძალამ 14 თებერვალს პარლამენტში გამართული ბრიფინგიდან ამცნო. რუსული კანონპროექტს ჯერ მედიის, შემდეგ კი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ საპასუხოდ აქციები დაარბია, თუმცა ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო. 10 მარტს უმრავლესობას კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება მოუწია. როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონპროექტი, ნახეთ პროტესტის ქრონიკა.

გაბრიელ ჩუბინიძე

შენობა მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ერთი შეხედვით, ის მართლაც მშვენიერი და წყნარი ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო სტუმრის მისაღებად, თუმცა არა გრძელვადიანი ცხოვრებისთვის. ამაზე შენობა გათვლილი არ არის.  28 წლის წინ აქ პირველად შესახლდნენ დევნილები. ზოგს გაუმართლა და დასრულებული „სახლი“ შეხვდა, ზოგს კი საკუთარი ხარჯებით მოუხდა  მისი დასრულება. ზოგს სულ 12 კვადრატული მეტრი ერგო, „იღბლიანებს“ კი - აივნიანი „ბინა’’ - ესეც დამატებით 2 კვადრატული მეტრი.

მინდია გაბაძე

ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე სახალხო რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ აღინიშნა. ხვამლის მთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ადგილობრივების გარდა, ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები და ტურისტები ეწვივნენ. ისინი ჯერ წირვას, მოგვიანებით კი ტრადიციულ დოღს დაესწრნენ.

„TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს. დილიდან მისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვილი გაიმართა. კოლეგა ოპერატორებმა ვიდეოკამერების დერეფანი გააკეთეს. ის ტაშით გააცილეს ბოლო გზაზე.

მინდია გაბაძე

წელიწადში ერთხელ, ე.წ. ყველიერის კვირის ბოლო დღეს კახეთის ერთ-ერთ სოფელში, დიდ ჩაილურში მოსახლეობას ბერიკების ყიჟინი აღვიძებს. ეს დღეობა წელს 17 მარტს დაემთხვა. საიდან მოდის ბერიკაობის წარმოშობის ისტორია, ზუსტად არავინ იცის.  იგი სხვადასხვა ფორმით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა სოფელშია შემორჩენილი. თუმცა, დიდი ჩაილურის მოსახლეობა, რომელიც ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს, ამ ტრადიციას გაზაფხულის მოსვლას უკავშირებს. სწორედ ბერიკები არიან ისინი, ვის ხმაურსა და  ჟრიამულსაც გაზაფხული მოჰყავს.

სალომე ფაჩუაშვილი

ფარავნის ტბა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თევზით მდიდარი ტბაა საქართველოში. ჯავახეთის ცივი კლიმატის გამო ტბა ზამთარში ძირითადად გაყინულია. ტბის ირგვლივ რამდენიმე სოფელია გაშენებული.

პუბლიკა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. დილიდან პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები მიდიან და ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ცემა, დაშინება, დარბევა, მუქარა, დაკავება, შანტაჟი – 2 თვის განმავლობაში რუსული კანონის დასაცავად ყველა ამ მეთოდს მიმართეს. გთავაზობთ „პუბლიკის“ ფოტოობიექტივში მოხვედრილ ამ კადრებს, ხალხის მდინარეებს, ნაცემ და დარბეულ მოქალაქეებს, საქართველოსა-და ევროკავშირის დროშიანებს, სოლიდარობის მარშებსა და პერსონალური გამბედაობის მაგალითებს.

Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული პრაიდკვირეული 2 ივლისს Tbilisi Pride Fest 2022-ით დასრულდა. ფესტივალს ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ადგილზე აღსრულების პოლიციის გამოჩენისთანავე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. მხარდამჭერებს სახლის შესასვლელი ბარიკადის შესაქმნელად მანქანებით ჩაეხერგათ. უწყების წარმომადგენელთა შეჩერებას წყლის შესხმით, დამუნათებით, ფიზიკური წინააღმდეგობით ცდილობდნენ

ნათია ლევერაშვილი

ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.