ავტორი
სტატია
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში საინფორმაციო ველი სრულად გადაფარა ომის ახალმა ამბებმა და ყველაფერი ერთ სიბრტყეში მოაქცია. ბაიდენის ვიზიტმა კიევსა და ვარშავაში, შემდეგ პუტინის 22 თებერვლის გამოსვლამ ყველას დაავიწყა ბჟანია-გაგლოევის სტუმრობა ჯერ კრემლში, შემდგომ კი მინსკში. ამ შეხვედრას კი სოხუმში ამჯერად არა დადებითი, არამედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
სიღარიბე წყალტუბოს და განსაკუთრებით დევნილების მთავარი პრობლემაა. ქალაქი თითქმის დაცარიელდა ახალგაზრდობისგან, მათი დიდი ნაწილი ემიგრაციაშია. სახელმწიფოს მიერ ქალაქისთვის შეთავაზებული პოლიტიკა კი სამწუხაროდ, ემსახურება მხოლოდ კაპიტალის ინტერესებს, რომელსაც სურს დევნილების ცენტრიდან გაყვანა, გარეუბნებში, შეიძლება ითქვას „მოშორება” სანატორიუმებიდან სადღაც შორს, რათა „სიღარიბემ” არ დააფრთხოს ინვესტორი
ფოტო ისტორია
შენობა მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ერთი შეხედვით, ის მართლაც მშვენიერი და წყნარი ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო სტუმრის მისაღებად, თუმცა არა გრძელვადიანი ცხოვრებისთვის. ამაზე შენობა გათვლილი არ არის. 28 წლის წინ აქ პირველად შესახლდნენ დევნილები. ზოგს გაუმართლა და დასრულებული „სახლი“ შეხვდა, ზოგს კი საკუთარი ხარჯებით მოუხდა მისი დასრულება. ზოგს სულ 12 კვადრატული მეტრი ერგო, „იღბლიანებს“ კი - აივნიანი „ბინა’’ - ესეც დამატებით 2 კვადრატული მეტრი.