ფოტო
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის წინ 19:00 საათზე შეიკრიბა. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირიდან უკრაინის მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
„თავისუფლება ზაზა გახელაძეს“ – დღეს ამ სლოგანით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.
სოფელ შუხუთში, ტრადიციული ლელობურთი 20 აპრილს, აღდგომა დღეს გაიმართა. თამაშის დროს სოფელი, როგორც წესი, ორ მხარედ – ზემოურებად და ქვემოურებად – გაიყო.
„გვინდა, ეს თეთრი ხალათი გავუშვათ, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს“, - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი.
ერთი აქტივისტის წინააღმდეგ სამებაში ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი 9 იანვარს შეასხეს. ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. მომდევნო დღეს მოძალადე და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით ფერაძის სახლთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და ფერაძის დასჯა მოითხოვა.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისში „ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.
2 ივლისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. საღამოს თავისუფლების მოედანზე მათი დახვედრის ცერემონია გაიმართა. ფეხბურთელებმა რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს, სადაც მათ გულშემატკივრები ეგებებოდნენ.
„თავისუფლების აქცია“ - თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.