„გვინდა, ეს თეთრი ხალათი გავუშვათ, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს“, - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი.

18 ნოემბერი, 2019 წელი. თბილისი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მეორე დღეს, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მათ წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი. მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პროტესტი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.

ვახო ხეთაგური

მგონია, რომ ადამიანების ოცნებები და სურვილები მათზე ძალიან ბევრს ჰყვება, ბევრს მოგვითხრობს მათ გრძნობებზე, აღქმებზე, ცხოვრების სტილსა და გარესამყაროსთან დამოკიდებულებაზე. სომერსეტ მოემი ამბობდა, რომ „ოცნება მიზნების წინაპირობაა“. ასე რომ, „ოცნების“ სერიის გადაღების მიზეზიც სწორედ ამ ადამიანების უკეთ გაცნობა, მათი მენტალობის, ღირებულებებისა და მიზნების გამოკვლევა იყო.