მინდია გაბაძე

ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე სახალხო რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ აღინიშნა. ხვამლის მთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ადგილობრივების გარდა, ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები და ტურისტები ეწვივნენ. ისინი ჯერ წირვას, მოგვიანებით კი ტრადიციულ დოღს დაესწრნენ.

პუბლიკა

„ხშირად ვმოგზაურობდი და გაჩერებების შემჩნევა დავიწყე. ძალიან გამომსახველი სტრუქტურები ჰქონდათ, რაც ქართულ არქიტექტურაში მანამდე არასდროს შემიმჩნევია. ამიტომ დოკუმენტალიზაცია დავიწყე. თავიდან კარგი კამერა არ მქონდა, ფოტოებსაც ასე, გარბენით ვიღებდი. რამდენიმე კარგი ფოტო გამომივიდა, შემდეგ კი კარგი კამერაც ვიყიდე და დავიწყე გაჩერებების გადასაღებად სიარული. ასე გრძელდება დღემდე“, - ამბობს ის.

მინდია გაბაძე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.

მინდია გაბაძე

დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები.

მინდია გაბაძე

დღეს სოფელ გუმათში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია 4 საათისთვის დაიწყო. პოლიციას ამ ადგილზე გზა აქვს გადაკეტილი და პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებს.

მინდია გაბაძე

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. Reginfo-ს ცნობით, აქციაში დაახლოებით 22 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მინდია გაბაძე

ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქცია გაიმართა.

მინდია გაბაძე

დღეს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.

მინდია გაბაძე

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები 15:00 საათიდან შეიკრიბნენ

20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე მოძრაობა „სირცხვილიამ“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა. 19:00 საათზე დაწყებულ აქციაზე მისულ მოქალაქეები 2-მეტრიან დისტანციის დაცვით, სპეციალურად დაკრულ სტიკერებზე იდგნენ. სტიკერებზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო გამოსახული.

გაბრიელ ჩუბინიძე

შენობა მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ერთი შეხედვით, ის მართლაც მშვენიერი და წყნარი ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო სტუმრის მისაღებად, თუმცა არა გრძელვადიანი ცხოვრებისთვის. ამაზე შენობა გათვლილი არ არის.  28 წლის წინ აქ პირველად შესახლდნენ დევნილები. ზოგს გაუმართლა და დასრულებული „სახლი“ შეხვდა, ზოგს კი საკუთარი ხარჯებით მოუხდა  მისი დასრულება. ზოგს სულ 12 კვადრატული მეტრი ერგო, „იღბლიანებს“ კი - აივნიანი „ბინა’’ - ესეც დამატებით 2 კვადრატული მეტრი.

მინდია გაბაძე

უხილავ ძაფებს ადგილებსა და ადამიანებს შორის ყოველთვის ვაბამთ. ადგილები ზოგჯერ უმიზეზოდ გვიყვარდება. ისინი მნიშვნელობას ზოგჯერ ადამიანების მიხედვითაც იძენენ - იქ ის გავიცანი, აქ ეს ვნახე.