პუბლიკა

„არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს“ - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ დღეში საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ამ საერთო პოზიციის დასაფიქსირებლად შეიკრიბნენ.

2 ივლისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. საღამოს თავისუფლების მოედანზე მათი დახვედრის ცერემონია გაიმართა. ფეხბურთელებმა რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს, სადაც მათ გულშემატკივრები ეგებებოდნენ.

ცემა, დაშინება, დარბევა, მუქარა, დაკავება, შანტაჟი – 2 თვის განმავლობაში რუსული კანონის დასაცავად ყველა ამ მეთოდს მიმართეს. გთავაზობთ „პუბლიკის“ ფოტოობიექტივში მოხვედრილ ამ კადრებს, ხალხის მდინარეებს, ნაცემ და დარბეულ მოქალაქეებს, საქართველოსა-და ევროკავშირის დროშიანებს, სოლიდარობის მარშებსა და პერსონალური გამბედაობის მაგალითებს.

მინდია გაბაძე

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ტრადიციული ლელობურთი კვირას, 5 მაისს აღდგომა დღეს გაიმართა. თამაშის დროს სოფელი, როგორც წესი, ორ მხარედ - ზემოურებად და ქვემოურებად - გაიყო. სახალხო თამაშს შემოუერთდნენ სტუმრები სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან. ლელობურთის თამაშისას, არც დრო და არც მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის. წლევანდელი თამაში საათ-ნახევარს გაგრძელდა და ზემოურების გამარჯვებით დამთავრდა.

მინდია გაბაძე

წელიწადში ერთხელ, ე.წ. ყველიერის კვირის ბოლო დღეს კახეთის ერთ-ერთ სოფელში, დიდ ჩაილურში მოსახლეობას ბერიკების ყიჟინი აღვიძებს. ეს დღეობა წელს 17 მარტს დაემთხვა. საიდან მოდის ბერიკაობის წარმოშობის ისტორია, ზუსტად არავინ იცის.  იგი სხვადასხვა ფორმით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა სოფელშია შემორჩენილი. თუმცა, დიდი ჩაილურის მოსახლეობა, რომელიც ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს, ამ ტრადიციას გაზაფხულის მოსვლას უკავშირებს. სწორედ ბერიკები არიან ისინი, ვის ხმაურსა და  ჟრიამულსაც გაზაფხული მოჰყავს.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.

ნათია ლევერაშვილი

ერთი აქტივისტის წინააღმდეგ სამებაში ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი 9 იანვარს შეასხეს. ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. მომდევნო დღეს მოძალადე და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით ფერაძის სახლთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და ფერაძის დასჯა მოითხოვა.

ადგილზე აღსრულების პოლიციის გამოჩენისთანავე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. მხარდამჭერებს სახლის შესასვლელი ბარიკადის შესაქმნელად მანქანებით ჩაეხერგათ. უწყების წარმომადგენელთა შეჩერებას წყლის შესხმით, დამუნათებით, ფიზიკური წინააღმდეგობით ცდილობდნენ

ნათია ლევერაშვილი

ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.

„ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი 7 ივნისიდან საპროტესტო აქციებს მართავს. 13 ივნისს 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. მოგვიანებით პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა, კომპანიასთან უშედეგო მოლაპარაკების გაგრძელებასთან ერთად კი ერთმა მაღაროელმა - თვალები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და ვაინიციირებთ“, - ეს განცხადება საზოგადოებას უმრავლესობის დეპუტატებმა, ე.წ. ხალხის ძალამ 14 თებერვალს პარლამენტში გამართული ბრიფინგიდან ამცნო. რუსული კანონპროექტს ჯერ მედიის, შემდეგ კი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ საპასუხოდ აქციები დაარბია, თუმცა ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო. 10 მარტს უმრავლესობას კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება მოუწია. როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონპროექტი, ნახეთ პროტესტის ქრონიკა.

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. აქციას მსვლელობით სტუდენტებიც შეუერთდნენ.