როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონი | პროტესტის ქრონიკა

როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონი | პროტესტის ქრონიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და ვაინიციირებთ“, – ეს განცხადება საზოგადოებას უმრავლესობის დეპუტატებმა, ე.წ. ხალხის ძალამ 14 თებერვალს პარლამენტში გამართული ბრიფინგიდან ამცნო.

მომდევნო დღიდან ინიციატივის პრინციპების დამცველებად „ქართული ოცნების“ წევრებიც გამოვიდნენ.

გამჭვირვალობის საფარვეშ ინიციატივის ავტორები დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმის ჩახშობას რუსული მეთოდებით შეეცადნენ. საწყის აგენტის სტატუსის ნორმალიზების მიზნით მედიასივრცე მალევე მოიცვა ვლადიმერ პუტინისა და ირაკლი კობახიძის იდენტურმა არგუმენტებმაც.

პარლამენტში ინიციირებული პროექტის გაპროტესტება პარლამენტის ბიუროს სხდომიდან 20 თებერვალს მედიაორგანიზაციების პროტესტით დაიწყო. „არა რუსულ კანონს“, „არა პუტინის კანონს“, „მედია ცოცხალი და დამოუკიდებელია“, „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!“, – ასეთი იყო ბიუროს ოთახთან შეკრებილი ჟურნალისტების შეძახილები დეპუტატებისადმი.

content image
content image
content image

რუსულ მეთოდებზე ხაზგასმამ ინიციატორებსა და უმრავლესობიდან მათ სხვა მხარდამჭერებს აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა. მომავალ კვირას მათ მიმართ ნეგატიური საინფორმაციო ნიაღვრის გადასაფარად და დეზინფორმაციის გასაძლიერებლად, მათ საზოგადოებას ამცნეს, რომ დააინიცირებდნენ ალტერნატიულ, ე.წ. ამერიკულ ვერსიას. უმრავლესობის წევრები ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ მათ სულისკვეთებას რუსულთან საერთო არაფერი ჰქონდა და გამჭვირვალობა დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

ამ პროცესის პარალელურად ძალას იკრებდა ინფორმირებული საზოგადოების კრიტიკული შეფასებები რუსული პროექტის მიმართ. საზოგადოებამ ნახა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების უარყოფითი შეფასებები. ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ამ კანონის მიღება შეაფერხებდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და უარყოფით გავლენას იქონიებდა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

გრძელდებოდა ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტშიც – 27 თებერვალს გამართულ ბიუროს სხდომას კვლავ დახვდა მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა შეძახილები – „არა რუსულ კანონს“. პარლამენტის აპარატმა, გამომდინარე წინა აქციის პრაქტიკიდან, შენობაში შემსვლელ ჟურნალისტმა ნაწილზე დაშვებული საშვები გააუქმა.

content image
content image
content image

2 მარტს კანონპროექტების განხილვა საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტმა დაიწყო. მასზე მედია გასაშუქებლად არ დაუშვეს. ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კომიტეტის ოთახისგან მოშორებით განაგრძობდნენ სკანდირებას – „არა რუსულ კანონს“. კომიტეტის სხდომა უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. მოგვიანებით, მათ ნაწილს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაც მიმდინარეობდა. კომიტეტის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ აქციაზე „პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი დააკავეს შეძახილისთვის – „მოღალატე“. დაკავებულთა შორის იყო ასევე, „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. ამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 36 პირი დააკავა.

  • ფოტოაპარატის-პატარა--ნათია
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 01 /

მომდევნო საკომიტეტო განხილვა 6 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართა. პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს.

content image

კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის გარეთ. პარლამენტის შენობაში პროტესტს ოპოზიციონერი დეპუტატებიც გამოთქვამდნენ. კომიტეტის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბიც იყო.

content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image

7 მარტის დილაც პროტესტით დაიწყო. მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ. ნაშუადღევს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი რუსული კანონპროექტების პირველივე მოსმენაზე გატანას დაუგეგმავად, იმავე დღეს იწყებდა.

მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ცნობილი გახდა, მოქალაქეები პარლამენტთან ისევ შეიკრიბნენ. მათ აქციაზე გაიგეს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ პირველ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. რუსულ კანონს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image

ამის შემდგომ აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. შსს-მ გამოიყვანა სპეცდანიშნულების რაზმი, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი. შსს-ის ცნობით, ამ დღეს ადმინისტრაციული წესით 66 პირი დააკავეს.

content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image

ძალადობრივი მეთოდებით აქციის დაშლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე 8 მარტს უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა. აქცია 15:00 საათიდან ქალების მარშით განახლდა.

„არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!” – ქალები ამბობდნენ, რომ მათი უფლებები საფრთხეშია.

content image
content image
content image

საღამოს საათებში ვითარება დაიძაბა პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრებილთაგან ნაწილმა დააზიანა პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები.

content image
content image
content image

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდნენ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს, გამოიყვანეს ე.წ. რობოკოპები.

ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებმა ამოაყირავეს და დაწვეს პოლიციის მანქანა. ნაგვის ყუთებისგან და სხვა ინფრასტრუქტურული ნივთებისგან გზის სავალ ნაწილზე ბარიკადიც აღმართეს.

content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
content image
ფოტო: ალექსანდრე ქეშელაშვილი /„პუბლიკა“
content image
content image

აქციის დაშლის პარალელურად პოლიციამ მონაწილეთა დაკავება დაიწყო. ამ პროცესში პოლიცია ფიზიკურად დაუპირისპირდა „პუბლიკის” ორ ჟურნალისტს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მელიქიშვილის ქუჩაზე გადავიდა, სადაც ნაგვის ურნაც დაწვეს. ვითარების ოდნავ დასტაბილურების შემდეგ ახალგაზრდების ნაწილი უკან, რუსთაველისკენ გამოემართა შეძახილებით: „გაიღვიძე საქართველო”, „გამოდით”, „არა რუსულ კანონს”.

საბოლოოდ, მათ პოლიციელთა დანაყოფი დაედევნა, ნაწილი მათგანი დაიჭირეს. აქცია ამის შემდგომ დაიშალა. შსს-მ ადმინისტრაციული წესით, 7-8 მარტის აქციებზე ჯამში 133 პირი დააკავა.

content image
content image
content image
content image
content image

თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.

ხელისუფლების ამ განცხადების შემდეგ იურისტებმა განმარტეს, რომ კანონპროექტების გამოწვევა არ ხდება და პირველი მოსმენით მიღებული პროექტი მეორე მოსმენაზე უნდა ჩავარდეს, ხოლო მეორე კანონპროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე ჯერ არ განუხილავთ, უკან გაიხმონ.

მოქალაქეები, რომლებიც კანონპროექტებს აპროტესტებდნენ, რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ არ ენდობიან ხელისუფლებას და სურთ, დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი პროცედურები მათი მოთხოვნების შესასრულებლად – პარლამენტმა რუსულ კანონს კვლავ უყაროს კენჭი და ჩააგდოს ის, ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა, ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ.

content image
content image
content image
content image
content image

9 მარტის აქციაზე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო დღეს, 10 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართებოდა. განსახილველი საკითხი რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენა იყო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა დეპუტატმა, მათგან კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი 35-მა არ დაუჭირა.

პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოება მიღწეულ შედეგს ოვაციებითა და აპლოდისმენტებით შეხვდა.

content image
content image
content image

არა რუსულ კანონს საქართველოში!

საქართველოს არჩევანი ევროპაა!