ვიდეო ► „პუბლიკის" ჟურნალისტებს პოლიციამ დაარტყა

პუბლიკა

„პუბლიკის” ჟურნალისტებს – ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს პოლიციამ დაარტყა. ჟურნალისტები რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავების პროცესს იღებდნენ.

სამართალდამცველებმა მათ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს, ხელი დაატყეს და ძალით გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია.

ალექსანდრე ქეშელაშვილის მიერ გადაღებულ კადრებში ისმის – „ჟურნალისტები მოაშორეთ”.