avatar
თეა წულუკიანი
მგონია, რომ უნდა გვაშფოთებდეს და მე მაშფოთებს, რომ ჩემს მშობლიურ უბანში, პლეხანოვზე, ისეთი ანტისახელმწიფოებრივი იდეებით მანიპულირების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად - „გახდი ეპისკოპოსი და არ წახვალ ჯარში“, არაერთმა განათლებულმა და ძალიან პატივსაცემმა ახალგაზრდა ადამიანმა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ პოლიტიკურ ძალას მასიურად მისცა ხმა.

ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.