მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მე ყოველთვის ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი, მინდა ხოლმე შანსი მივცე ადამიანს. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, მას თავისი სასარგებლო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად... ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს, ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის არის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაატრიალა თუ ვინ გადაატრიალა.
„დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი. რატომ?! იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით ჩვენ დღეს გვჭირდება iPhone 11, მაშინ, როდესაც გვაქვს ფანრიანი ტელეფონი.
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

„საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო დროულად, რაციონალურად და პროპორციულად. შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვრვების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას. რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემდგომაზე, ის ან არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა. გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას შეუძლია თავის თავს უფლება მისცეს იცხოვროს და იმუშაოს სრულფასოვანად და კონსტრუქციულად.
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ქართველები ახლაც მაფასებენ. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი გახსენებაც კი არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული რევოლუციაა. შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც
არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

"არ მგონია აშშ-ში დედაქალაქის ბიუჯეტის 10 % რომ გაფლანგოს მერმა, შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსი მიიღოს და პოლიტიკაში დაბრუნდეს, ან კაპიტოლიუმზე რომ მიიტანოს ადამიანების ჯგუფმა ძალადობრივი შეტევა, შემდეგ ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად გამოაცხადონ. ასეთ დანაშაულზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იქნებოდა სამართლებრივი რეაგირება და მათ მისცემდნენ პასუხისგებაში. აშშ-ში ჩვენი შემდგომი ვიზიტის ფარგლებში, ან როდესაც ის ჩამოვა საქართველოში, ჩვენ აუცილებლად გვექნება მეგობრული დისკუსია ამ საკითხებზე. უდავოა, რომ სენატორი საქართველოს მეგობარია და მზად ვართ, ჩვენი არგუმენტები ვუთხრათ“
ბასილ კობახიძე

ბასილ კობახიძე

"ჩემი მამაო ქე რო მასეთი არაა, სწორედ მაგ მამაოებს ვეკითხები: თუ ქრისტეზე, ეკლესიაზე, საქართველოზე, გაბატონებულისაგან განსხვავებული შეხედულებები გაქვთ რატომ ხმამაღლა არ იტყვით? თუ მეუფე იობი საჯაროდ ამბობს მოხუცები და ავადმყოფები უნდა დაიხოცონო, აჭარელი გლეხები უცხოტომელები არიანო. თუ მეუფე საბა საჯაროდ ამბობს კორონას ვაქცინა რომ იქნება არ გაიკეთოთო, თუ უამრავი მღვდელი სიბნელეს ქადაგებს საჯაროდ, ხოლო თქვენ კი ჯანსაღი შეხედულებები გაქვთ, რატომ არ იტყვით საჯაროდ? რისი გეშინიათ: ა) პატრიარქი გაგაგდებთ ეკლესიიდან და შემოსავალს დაკარგავთ თუ ბ) თვითონ თქვენივე მრევლი გცემთ"?