დღეს ჩვენს საამაყო მეცნიერებათა აკადემიაში უმძიმესი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ეს განაპირობა იმან, რომ სამეცნიერო ინსტიტუტები და დაწესებულებები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემია, პრაქტიკულად, არ არსებობს. შესაბამისად, არც ის კოლექტივი, არც ის მეცნიერები არიან ჩვენი აკადემიის წევრები. მაგრამ ახლა საერთოდ გაუფასურდა, „გაპუსტიაკდა“ ჩვენი მეცნიერებათა აკადემია. კანონი, რომელიც მიღებულია მეცნიერებათა აკადემიის შესახებ, არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო. ვფიქრობ, აუცილებელია შესაბამისმა კომიტეტმა, ყველამ მივიღოთ. ეს კანონი ხელახლა დასაწერია, რომელიც მეცნიერებათა აკადემიას ეხება.
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი

მითხარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში ან იმაზე მეტი სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა თუნდაც საპატრიარქოს რეიტინგი და ნდობა იყო 99%. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი. სწორედ იქ ურტყამენ რუსები, სადაც ყველაზე ძლიერია მიშა სააკაშვილი და მიშა სააკაშვილი ნამდვილად არის ძლიერი, გაუტეხელი, მას უყვარს მისი ხალხი, მას უყვარს ღმერთი და მას უყვარს ყველა რელიგიის მიმდევარი, ყველა რწმენის მიმდევარი. ის პატივს სცემს ყველას და მას ნამდვილად უყვარს მისი ეკლესია
მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობასა და მათ გარდაცვალებაზე.
ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რაც არც ხმაურდება და არც თვითპიარით არ ვართ გატაცებულები. ელემენტარულად, ვისაც ახსოვს წინა ხელისუფლება, დამეთანხმება ამაში. რაც შეეხება იმას, რომ კოვიდფონდი იხარჯება ახლა და კოვიდფონდში 130 მილიონი შეგროვდა, საიდანაც 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის შენატანი, ეს არის ფაქტი... 100 მილიონი რომ შეიტანა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა ხომ ფაქტია?! არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერ გვედავება ვერავინ ვერაფერს, ესეიგი სწორად ვიქცევით