გიორგი გახარია
“ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, რომ ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება და მთავრობა რას შვრები და როდის ჩამოვა ტურისტი და მოგვეხმარეთ და ეს ქენით და ის ქენით. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, კაცო, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, რომ ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს
“
მიხეილ სააკაშვილი
“ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ქართველები ახლაც მაფასებენ.
დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი გახსენებაც კი არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ კარგად.
ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული რევოლუციაა. შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც“
დავით ზილფიმიანი
“ხელისუფლებამაც ალბათ ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მოდით კონკრეტულად ვთქვათ: პრეზიდენტი - მას ხომ უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი არა. აი, მაგალითად იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. მე, ერთი დეპუტატი დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ გათავისუფლებაზე. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება ამას შესვლა ავ-კარგობაზე ჩვენი სასამართლო სისტემის, ეს არ მოიგულისხმება კანონით, უბრალოდ შეგიძლია შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა რაღაც გამართლება ამის?! დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და უფრო ინტელექტუალია. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ, რომ შველა შეიძლება“