avatar
მიხეილ სააკაშვილი
„ივანიშვილმა ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური. ესე ახასიათებთ ასეთ ადამიანებს, ვინც ზემოთ არის, იმათ უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, ის უნდა დაჩაგრონ. ამიტომ არ მიყვარს მლიქვნელები. მათ შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩემთვის და მინისტრებისთვის ბინების შეძენა შემომთავაზა.”

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ფარულ ჩანაწერზე გააკეთა პირველი კომენტარი და განმარტა, თუ რატომ ახსენებს ბერა ჩანაწერებში მინისტრებს. „მთავარ არხთან“ ინტერვიუში სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრები გაიხსენა.