მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი
“პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობასა და მათ გარდაცვალებაზე.“
ფრიდონ ინჯია
“დღეს ჩვენს საამაყო მეცნიერებათა აკადემიაში უმძიმესი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ეს განაპირობა იმან, რომ სამეცნიერო ინსტიტუტები და დაწესებულებები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემია, პრაქტიკულად, არ არსებობს. შესაბამისად, არც ის კოლექტივი, არც ის მეცნიერები არიან ჩვენი აკადემიის წევრები. მაგრამ ახლა საერთოდ გაუფასურდა, „გაპუსტიაკდა“ ჩვენი მეცნიერებათა აკადემია. კანონი, რომელიც მიღებულია მეცნიერებათა აკადემიის შესახებ, არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო. ვფიქრობ, აუცილებელია შესაბამისმა კომიტეტმა, ყველამ მივიღოთ. ეს კანონი ხელახლა დასაწერია, რომელიც მეცნიერებათა აკადემიას ეხება. “