avatar
ამირან გამყრელიძე
„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ 19-ს. ეს დაპირისპირება არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა, ხან მე ვჯობნი მას. ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ჩემი უპირატესობა ამ ბრძოლაში და დღეს ჯერჯერობით ისევ მე ვჯობნი მას. ვნახოთ საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს“

განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგზე მას შეკითხვა შესაძლო გათავისუფლებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე და ტიკარაძესთან დაპირისპირებაზე დაუსვეს.