ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
“მე არ ვარ იმის მომხრე, რომ აპრიორი უნდა აშენდეს ან არ აშენდეს [ჰესი]. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი არ ააშენოთ, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეკონომიკა არ გვექნებოდა. დღეს 50- მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს და არ გვყოფნის... ამიტომ გვინდა, რომ ყველა ნიუანსი, ყველას ინტერესი იყოს დაბალანსებული და არა ცალმხრივად ან იქით, ან აქეთ.“
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ნაგავში ბევრჯერ იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ.
პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობასა და მათ გარდაცვალებაზე.
დღეს ჩვენს საამაყო მეცნიერებათა აკადემიაში უმძიმესი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ეს განაპირობა იმან, რომ სამეცნიერო ინსტიტუტები და დაწესებულებები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემია, პრაქტიკულად, არ არსებობს. შესაბამისად, არც ის კოლექტივი, არც ის მეცნიერები არიან ჩვენი აკადემიის წევრები. მაგრამ ახლა საერთოდ გაუფასურდა, „გაპუსტიაკდა“ ჩვენი მეცნიერებათა აკადემია. კანონი, რომელიც მიღებულია მეცნიერებათა აკადემიის შესახებ, არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო. ვფიქრობ, აუცილებელია შესაბამისმა კომიტეტმა, ყველამ მივიღოთ. ეს კანონი ხელახლა დასაწერია, რომელიც მეცნიერებათა აკადემიას ეხება.
„ივანიშვილმა ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური. ესე ახასიათებთ ასეთ ადამიანებს, ვინც ზემოთ არის, იმათ უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, ის უნდა დაჩაგრონ. ამიტომ არ მიყვარს მლიქვნელები. მათ შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩემთვის და მინისტრებისთვის ბინების შეძენა შემომთავაზა.”
მედიათავისუფლებას არაფერი არ ემუქრება. ყველა ნებისმიერი განცხადება, მით უმეტეს შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ტრაურის სახით გამოსული ჟურნალისტებისა, არანაირად არ შეესაბამება რეალობას, რომელიც საქართველოშია... ...პროკურატურის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაშვებული. ასე რომ, აი, აქ იურიდიული კაზუისტიკა ჩემი და თქვენი სფერო არაა. „It's not our cup of tea“, - როგორც ამერიკელები ამბობენ.
„აი, ასეთ ღირსეულ სახელქვეშ ამოფარებულ ჯგუფებში ბუდობენ საშიში ადამიანები, ყველაფერზე წამსვლელები, ჰეითერები, ბულერები მიზანი ნათელი აქვთ, უნდა შეგავიწროვონ, შეურაცგყონ, დაგამცირონ რომ მერე მათი მოსაზრების გარდა არავის აზრი არ ისმოდეს... სტანდარტული მოძალადის ფსიქიკა, რაც უკვე გვინახავს და გამოგვიცდია... გაგრძელებაა იმ სამარცხვინო წარსულის, რაც 2012 წელს ერმა ისტორიას ჩავაბარეთ"
"ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით - ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა."
ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას, ყველას გვაინტერესებს და სად არის, საქართველოს ტერიტორიაზეა, საქართველოს ტერიტორია დატოვა, თუ როგორ არის ის კაცი და სად არის?
„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ 19-ს. ეს დაპირისპირება არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა, ხან მე ვჯობნი მას. ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ჩემი უპირატესობა ამ ბრძოლაში და დღეს ჯერჯერობით ისევ მე ვჯობნი მას. ვნახოთ საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს“