არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

"არ მგონია აშშ-ში დედაქალაქის ბიუჯეტის 10 % რომ გაფლანგოს მერმა, შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსი მიიღოს და პოლიტიკაში დაბრუნდეს, ან კაპიტოლიუმზე რომ მიიტანოს ადამიანების ჯგუფმა ძალადობრივი შეტევა, შემდეგ ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად გამოაცხადონ. ასეთ დანაშაულზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იქნებოდა სამართლებრივი რეაგირება და მათ მისცემდნენ პასუხისგებაში. აშშ-ში ჩვენი შემდგომი ვიზიტის ფარგლებში, ან როდესაც ის ჩამოვა საქართველოში, ჩვენ აუცილებლად გვექნება მეგობრული დისკუსია ამ საკითხებზე. უდავოა, რომ სენატორი საქართველოს მეგობარია და მზად ვართ, ჩვენი არგუმენტები ვუთხრათ“
ბასილ კობახიძე

ბასილ კობახიძე

"ჩემი მამაო ქე რო მასეთი არაა, სწორედ მაგ მამაოებს ვეკითხები: თუ ქრისტეზე, ეკლესიაზე, საქართველოზე, გაბატონებულისაგან განსხვავებული შეხედულებები გაქვთ რატომ ხმამაღლა არ იტყვით? თუ მეუფე იობი საჯაროდ ამბობს მოხუცები და ავადმყოფები უნდა დაიხოცონო, აჭარელი გლეხები უცხოტომელები არიანო. თუ მეუფე საბა საჯაროდ ამბობს კორონას ვაქცინა რომ იქნება არ გაიკეთოთო, თუ უამრავი მღვდელი სიბნელეს ქადაგებს საჯაროდ, ხოლო თქვენ კი ჯანსაღი შეხედულებები გაქვთ, რატომ არ იტყვით საჯაროდ? რისი გეშინიათ: ა) პატრიარქი გაგაგდებთ ეკლესიიდან და შემოსავალს დაკარგავთ თუ ბ) თვითონ თქვენივე მრევლი გცემთ"?
ძალიან ძნელია „რესპუბლიკელების“ დღევანდელ პოზიციას მოუძებნო რაიმე ტიპის სახელი. ერთი კი ფაქტია, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს - ყველა იცნობს, მეც ვიცნობ, შეიძლება, ისე კარგად არა, როგორც ჩემი სხვა თანამებრძოლი, მაგრამ ვიცნობთ ყველა მას და - არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე თავისი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე - ილია მეორეზე, ეკლესიაზე... თუ უფრო განვიტვირთებით და ვიხუმრებთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს და არგუმენტებსაც მოძებნის ამისთვის. მაგრამ ის, ვისაც დღეს ვერ გააკრიტიკებს და არ აკრიტიკებს არის მიშა სააკაშვილი. რა სახელი უნდა დაერქვას ამას, მე ნუ მომთხოვთ ამ ეპითეტის ქართულ ენაში მოძებნას. ფაქტია, რომ ეს მძიმე სანახავია
ბასილ კობახიძე

ბასილ კობახიძე

ტყუილად არ ვუწოდე სოზარ სუბარს ნაძირალა, ვნანობ რომ არ გავრიცხე სასულიერო აკადემიიდან, ეს უცოდინარი დემაგოგი. პანდემიის დროს ისევ თავის კარიერას იკეთებს ხალხის სიცოცხლის ხარჯზე და მკვლელ ეკლესიას აქებს. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ესხმის თავს, რადგან ნინომ დაწერა რომ ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა და ახლა კორონათი დაავადებულები რეანიმაციაში იგუდებიან, ამიტომ არ უნდა გავიმეტოთ ადამიანებიო. ეს არამზადა სოზარი უპირისპირდება რათა ეკლესიას ასიამოვნოს და ამბობს, ეგ იუდა მოკვდა ასფიქსიით და არა ქრისტე, ჯერ სახარება წაიკითხოს სახალხო დამცველმაო. სინამდვილეში გათახსირებულ სოზარს სახარება თვითონ არ აქვს წაკითხული. ჯვარცმული ქრისტე სწორედ ასფიქსიით მოკვდა, ჯვარზე გაკრული ის ნელ ნელა იხუთებოდა, რადგან მკერდის ძვლები აწვებოდნენ მის ფილტვებს და გულს და რამდენიმე საათის შემდეგ საბოლოოდ დაიხუთა. დღეს კი სოზარ სუბარი საკუთარი კარიერისათვის ყიდის ადამიანების სიცოცხლეს და ყიდის ჯვარცმულ ქრისტეს.
კარლო კოპალიანი

კარლო კოპალიანი

სამი მოწვევა პარლამენტის წევრი ვარ და მე ვფიქრობ, რომ 12 წელი საკმარისია იმისთვის, თუ რაიმეს თქმა გინდა კაცს, უნდა თქვა. რაც შეეხება დატოვებას, ეს შეუთავსებელია იმ პოზიციასთან, რასაც ჰქვია ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის პოზიცია და აქედან გამომდინარე, რადგან მე უნივერსიტეტმა ამირჩია უკვე თანამდებობაზე, შეუთავსებლობიდან გამომდინარე მე უნდა დავტოვო პარლამენტის წევრის მანდატი... ეს უნივერსიტეტი არის ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი, თავის დროზე ეს უნივერსიტეტი დავამთავრე, ამ უნივერსიტეტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, ამ უნივერსიტეტში ვეწეოდი ამდენ ხანს პედაგოგიურ საქმიანობას და როდესაც შემოთავაზება იყო, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რამეთუ შეიძლება რაღაც ვარგო ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს.
  • 1
  • 2