თეა წულუკიანი
“ძალიან ძნელია „რესპუბლიკელების“ დღევანდელ პოზიციას მოუძებნო რაიმე ტიპის სახელი. ერთი კი ფაქტია, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს - ყველა იცნობს, მეც ვიცნობ, შეიძლება, ისე კარგად არა, როგორც ჩემი სხვა თანამებრძოლი, მაგრამ ვიცნობთ ყველა მას და - არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე თავისი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე - ილია მეორეზე, ეკლესიაზე... თუ უფრო განვიტვირთებით და ვიხუმრებთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს და არგუმენტებსაც მოძებნის ამისთვის. მაგრამ ის, ვისაც დღეს ვერ გააკრიტიკებს და არ აკრიტიკებს არის მიშა სააკაშვილი. რა სახელი უნდა დაერქვას ამას, მე ნუ მომთხოვთ ამ ეპითეტის ქართულ ენაში მოძებნას. ფაქტია, რომ ეს მძიმე სანახავია“
კახა კალაძე
“როგორც გითხარით, კონცერტები და ნაძვისხის ანთება, რადგან შეუძლებელია ადამიანების მობილიზება და ეს რისკ წარმოადგენს არსებულ ვითარებაში, შესაძლებელი იქნება, რომ ტელეეთერებიდან ვნახოთ ეს ყველაფერი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში, თქვენი, ადამიანების განწყობა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ.
ზოგადად, ფროიდს აქვს ნათქვამი - რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს ჩვენს ფიქრებს.
ძალიან კარგად მესმის სირთულეები, ძალიან კარგად მესმის გაჭირვება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი სოლიდარობით, ერთად დგომით, ყველაფერს გადავლახავთ და ყველაფერს მოვაგვარებთ.
“