თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე;
“როგორც გითხარით, კონცერტები და ნაძვისხის ანთება, რადგან შეუძლებელია ადამიანების მობილიზება და ეს რისკ წარმოადგენს არსებულ ვითარებაში, შესაძლებელი იქნება, რომ ტელეეთერებიდან ვნახოთ ეს ყველაფერი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში, თქვენი, ადამიანების განწყობა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ. ზოგადად, ფროიდს აქვს ნათქვამი - რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს ჩვენს ფიქრებს. ძალიან კარგად მესმის სირთულეები, ძალიან კარგად მესმის გაჭირვება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი სოლიდარობით, ერთად დგომით, ყველაფერს გადავლახავთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. “
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე;
„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ 19-ს. ეს დაპირისპირება არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა, ხან მე ვჯობნი მას. ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ჩემი უპირატესობა ამ ბრძოლაში და დღეს ჯერჯერობით ისევ მე ვჯობნი მას. ვნახოთ საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს“
ტყუილად ცდილობენ ჩვენი ოპონენტებად წოდებული რადიკალური, დექსტრუციული ძალები ჩვეული საინფორმაციო, ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში პოლიტიკური სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული კრიზისი. ეს კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი მეგობრებო. არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში, გარდა იმ კრიზისებისა რომელიც მე ჩამოვთვალე - ეს არის პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ა.შ.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა, პირდაპირ ვიტყოდი, ნეობოლშევიკური რეჟიმისგან. მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო. ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ
გახსოვთ, ალბათ, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი. თუნდაც ახლა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საერთაშორისო ურთიერთობები და კავშირები, მათ შორის აშს-სა და ევროკავშირის სტრუქტურებთან, რასაკვირველია, განაპირობებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გვწამდეს და საფუძველი გვქონდეს ვიფიქროთ, რომ იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი. არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის საკმაოდ ჩამოყალიბებული ექსპერტი არაერთ საკითხში. დაწყებული უცხო ენებიდან დამთავრებული ეკონომიკის და სოციალური პროგრამების საკითხებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.
„ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის სტადიაზე ქართული თავდაცვის გადამყვანი. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის“, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე.
პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და მომავლის პერსპექტივა არ შეიცვლება. სტრატეგია ქვეყანას არ ეცვლება, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე.
არასწორად დაყენების შემთხვევაში ორი სიტყვა არის ერთმანეთთან დაპირისპირებული. ერთი არის კომფორტი, მეორე არის უსაფრთხოება. ლიბერალებს კომფორტული უსაფრთხოება უფრო აწყობთ, მაგრამ ჩვენ, ექიმები მოწოდებული ვართ, ვთქვათ ასეთი რამ - უსაფრთხო კომფორტი. უსაფრთხო უნდა იყოს ის კომფორტული გარემო, უსაფრთხო პირობებში უნდა იყოს ყველაფერი ის, ბიზნესი, რომ მერე არც სახელი შეგერაცხოს და არც სხვისი დაავადების შემთხვევაში მოგიწიოს დამატებითი თანხების გაღება, რომ იმ ადამიანს შენ უმკურნალო
კაცი რომ ხინკლით გასკდება, და მივა და არჩევნებს გააყალბებს; კაცი, რომ დარბის იმისთვის, რომ ხმები შეუგროვოს „ქართულ ოცნებას", რადგან საღამოს პურს აჭმევენ და 20-ლიტრიან ბოცას დაუდგამენ... იმას რა ღირებულებები უნდა მოსთხოვო? ეს კატეგორია ბევრი არ არის, მაგრამ არიან, ობიექტურად ვთქვათ
ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა ჩვენი პროგრამა ჰქონდა, ასე ვთქვათ, რაღაცა... ესაა ჩვენი პროგრამა, რომელიც მარშალის გეგმაშიც იყო ასახული.