avatar
სოსო ფხაკაძე
ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო... კი, ჩვენ ვამხნევებდით ბუნებრივია, მაგრამ პირდაპირ გვითხრა, რომ გამხნევებული ვარ, კარგად ვარ, ფორმაში ვარ და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის. იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. აქ ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამაზეც იყო საუბარი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ბრიფინგზე ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც მათ შეხვედრაზე დააყენეს.