avatar
ბასილ კობახიძე
"ჩემი მამაო ქე რო მასეთი არაა, სწორედ მაგ მამაოებს ვეკითხები: თუ ქრისტეზე, ეკლესიაზე, საქართველოზე, გაბატონებულისაგან განსხვავებული შეხედულებები გაქვთ რატომ ხმამაღლა არ იტყვით? თუ მეუფე იობი საჯაროდ ამბობს მოხუცები და ავადმყოფები უნდა დაიხოცონო, აჭარელი გლეხები უცხოტომელები არიანო. თუ მეუფე საბა საჯაროდ ამბობს კორონას ვაქცინა რომ იქნება არ გაიკეთოთო, თუ უამრავი მღვდელი სიბნელეს ქადაგებს საჯაროდ, ხოლო თქვენ კი ჯანსაღი შეხედულებები გაქვთ, რატომ არ იტყვით საჯაროდ? რისი გეშინიათ: ა) პატრიარქი გაგაგდებთ ეკლესიიდან და შემოსავალს დაკარგავთ თუ ბ) თვითონ თქვენივე მრევლი გცემთ"?

წერს ყოფილი დეკანოზი, თეოლოგი ბასილ კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.