ნათია თურნავა
“ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რაც არც ხმაურდება და არც თვითპიარით არ ვართ გატაცებულები. ელემენტარულად, ვისაც ახსოვს წინა ხელისუფლება, დამეთანხმება ამაში. რაც შეეხება იმას, რომ კოვიდფონდი იხარჯება ახლა და კოვიდფონდში 130 მილიონი შეგროვდა, საიდანაც 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის შენატანი, ეს არის ფაქტი... 100 მილიონი რომ შეიტანა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა ხომ ფაქტია?! არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერ გვედავება ვერავინ ვერაფერს, ესეიგი სწორად ვიქცევით“
კახა კალაძე
“„ქართული ოცნება იქნება პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკური პარტია, რომელიც პირველივე ტურში გაიმარჯვებს, აბსოლუტურად ყველა რაიონში, ყველა ქალაქში.
შეიძლება პირადი რეიტინგი მე უფრო მაღალი მოქონდეს იმიტომ, რომ არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეიძლება სხვა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მე მოვწონდე და მოწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები, ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია, არის ისეთებიც ვინც, პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება ნაციონლაური მოძრაობის მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს მე მაძლევდეს ხმას, ძალიან ბევრია ეგეთი ადამაინები“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ედისონ რისერჩის" კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.“
გიორგი ვოლსკი
“გახსოვთ, ალბათ, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი. თუნდაც ახლა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საერთაშორისო ურთიერთობები და კავშირები, მათ შორის აშს-სა და ევროკავშირის სტრუქტურებთან, რასაკვირველია, განაპირობებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გვწამდეს და საფუძველი გვქონდეს ვიფიქროთ, რომ იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი.
არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის საკმაოდ ჩამოყალიბებული ექსპერტი არაერთ საკითხში. დაწყებული უცხო ენებიდან დამთავრებული ეკონომიკის და სოციალური პროგრამების საკითხებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.“