avatar
ნათია თურნავა
ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რაც არც ხმაურდება და არც თვითპიარით არ ვართ გატაცებულები. ელემენტარულად, ვისაც ახსოვს წინა ხელისუფლება, დამეთანხმება ამაში. რაც შეეხება იმას, რომ კოვიდფონდი იხარჯება ახლა და კოვიდფონდში 130 მილიონი შეგროვდა, საიდანაც 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის შენატანი, ეს არის ფაქტი... 100 მილიონი რომ შეიტანა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა ხომ ფაქტია?! არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერ გვედავება ვერავინ ვერაფერს, ესეიგი სწორად ვიქცევით

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, წინასაარჩევნო პერიოდში ახალი სახელმწიფო სოციალური დახმარებების დაანონსებაზე კრიტიკის საპასუხოდ.