ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
“მე ყოველთვის ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი, მინდა ხოლმე შანსი მივცე ადამიანს. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, მას თავისი სასარგებლო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად... ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს, ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის არის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაატრიალა თუ ვინ გადაატრიალა.“