„არა რუსულ კანონს" - ჟურნალისტები „მარტის მოვლენებს" იხსენებენ

„არა რუსულ კანონს!“ – რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტიდან ერთი წელი გავიდა.

„პუბლიკის“, „სტუდია მონიტორისა“ და „მთის ამბების“ რედაქტორები 1 წლის შემდეგ იხსენებენ, როგორ დაიწყო პროტესტი – საპარლამენტო განხილვებიდან სპეცრაზმის მიერ რუსთაველზე დაშლილ მრავალათასიან აქციამდე, რომელიც საბოლოოდ კანონპროექტის ჩავარდნით დასრულდა.