Border circle

ზურა ვარდიაშვილი

გუნდის წევრი

სტატია

ზურა ვარდიაშვილი

საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2018  წელს დაიწყო. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარიას გუნდი მართავდა. 

ზურა ვარდიაშვილი

როცა საქმე სიმთვრალეში მართვის გამო პატიმრობას ეხება, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება კიდევ უფრო მკაცრ მიდგომებს მოითხოვს. ასევე ის ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიზანს მისაღწევად აღსრულების ნაწილიც უნდა გამკაცრდეს, მძღოლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სიმთვრალეზე ადრე თუ გვიან შეამოწმებენ, ამჟამინდელი აღსრულების მექანიზმი სუსტია და მძღოლები გარისკვას არ უშინდებიან.

ზურა ვარდიაშვილი

ამ თემაზე „პუბლიკა” მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ, მანამდე კი ქართველი “შერლოკები” კვლავ პროკურატურის და არა მართლმსაჯულების ინტერესების გატარებას გააგრძელებენ.

ზურა ვარდიაშვილი

მე ხომ სამი თვის განმავლობაში დღეში 5-ჯერ ვამბობ, რომ პარლამენტში არ შევდივარ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და ამ დროს ისევ ჩემი აზელვა ალეკო ელისაშვილთან, რომელიც შევა პარლამენტში და მე არ შევალ. ეს იცის ქართულმა მედიამაც და ამას აკეთებენ შეგნებულად, არ გავაკრიტიკო? უნდა ვიყო გულწრფელი, თუ მედიას კოჭი გავუგორო. ჩვენ გულწრფელები ვართ.

ზურა ვარდიაშვილი

გარდა ზემოთ აღწერილი პრობლემებისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი. (გადაადგილების შეზღუდვა - როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები უწოდებენ), შესაბამისად, განათებული თბილისის დათვალიერება მოქალაქეებს 21:00-ის მერე აღარ შეეძლებათ, გარდა 31 დეკემბრის ღამისა.

ზურა ვარდიაშვილი

პარტიების მიზანი, პირველ რიგში, არჩევნებში გამარჯვებაა. ამისთვის შესაძლოა მათ დროებით შეცვალონ თავიანთი პლატფორმა, ირხეოდნენ მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებებს შორის, ელაპარაკებოდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მათ ღირებულებებთან შეუთავსებელი ან მათი მომხრეებისთვის მიუღებელნი იყვნენ

ზურა ვარდიაშვილი

შარშან ჩვენც შეგვაწუხა ამ ამბავმა, მოვიდნენ დამლაგებლები და გვთხოვეს, იქნებ, რამე უთხრათ კომპანიასო, და რადგან არანაირი ბერკეტი არ გვქონდა, ვერაფერი შევძელით. გვეუბნებიან: „თქვენ რა გინდათ? გამოაცხადეთ ტენდერი? მოვიგეთ. დაგვანებეთ ახლა თავი, ჩვენს თანამშრომლებს ჩვენ მივხედავთ

ზურა ვარდიაშვილი

ამათი მიზანია, ბოლომდე აჩვენონ უკომპრომისობა. მაგათ ჰგონიათ, რქებს თუ მოუგრეხ საზოგადოებას, ამით უფრო ძლიერი გამოჩნდები, მეტი ელექტორალური პერსპექტივა გექნება. იმას არ ფიქრობენ, რომ საზოგადოებისადმი კომპრომისი უფრო ძლიერად გამოაჩენს ხელისუფლებას, ვიდრე საკუთარ ხალხთან ბრძოლა.

ზურა ვარდიაშვილი

ამ გადაგდებაზეც თუ არ გვექნება რეაქცია, მერე ეს კაცი გვაკადრებს ყველაფერს.

ზურა ვარდიაშვილი

ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ სამუშაოს შესრულებისას. მოქალაქეს ეკუთვნის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული ანაზღაურება. ჩვენი საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს ეკომეგობრული. “ლელოს” პრიორიტეტები იქნება მწვანე და განვითარებაზე ორიენტირებული რესპუბლიკა, დაცული შრომა და წელში გამართული, განათლებული ქართველი მოქალაქე.

სიახლე

ზურა ვარდიაშვილი

და როგორ უნდა გააკეთოს ეს? ყველამ იცის, რომ მაღალი სტანდარტების დამცველი, კვალიფიციური და სანდო, ავტორიტეტული მედიის განადგურება ადვილი არ არის, რადგან ასეთ დროს საზოგადოებრივი აზრი მდევნელის წინააღმდეგ იმუშავებს. ამიტომაც ბრალდებების, ცილისწამების, სიძულვილის ენის მთელი ნიაღვარია მიშვებული სწორედ მედიის მისამართით. ამიტომაც გვესმის ყველა საარჩევნო შეხვედრაზე, ყველა ბრიფინგზე, ყველა პრესკონფერნციაზე მედიის კრიტიკა, ლანძღვა, შეურაცხყოფა.

ზურა ვარდიაშვილი

ლექსო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 4 ტელევიზიის გაერთიანებულ ეთერში ათობით ჟურნალისტმა მოვიყარეთ თავი. მათი უმრავლესობა ნაცემი, დაკბენილი, ხელმოტეხილი, თავგატეხილი, ნაფურთხები და ნაგინები იყო. იმ დღის შოკი ჯერ არ განელებულიყო, ბოლომდე არც გვქონდა გაანალიზებული, რა მოხდა, რა რეალობაში შევაბიჯეთ ივლისის იმ დღეს.

მოცემულ მომენტში ჩემი, როგორც მოქალაქის, ამომრჩევლის, ჟურნალისტის მთავარი პრეტენზია არის ის, რომ არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია საერთოდ არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად ხალხთან, საზოგადოებასთან, მედიასთან.

ზურა ვარდიაშვილი

ახლაც კი, ამ ტექსტის წერის დროს, პარალელურად ფიდს ვსქროლავ და ათეულობით მოწოდებას ვხედავ სრული ლოკდაუნის მოთხოვნით.

ზურა ვარდიაშვილი

და ჩვენ, ქვეყანას რა გვცხია ევროპის? ევროპული იყო ის რაც კალაძემ, კობიაშვილმა, კობახიძემ  იკადრეს, ევროპული იყო ამ ფონზე, აცრემლებული გულშემატკივრებზე ნადირობა და 2000 ლარით დაჯარიმება? ევროპული იყო ქართველი გულშემატკივრისთვის ასე სულში ჩაფურთხება, მათზე მაღლა დადგომა, ხამობის ასეთი გამოვლინება? ევროპული იყო საკუთარი შვილისთვის იმ პრივილეგიის მინიჭება, რაზეც ათასობით ქართველი ბავშვი ოცნებობდა და აუკრძალეს?

ზურა ვარდიაშვილი

და ბატონებო და ქალბატონებო, ლაზიერი - ძლევამოსილი, ათ პაიკად შეფასებული (ერთ მოჭადრაკეს სულ 8 პაიკი ჰყავს). შორსმსროლელიც და მძიმედ შეჯავშნილიც, ეტლის და კუს მრისხანე  ჰიბრიდი, საჭიროების ან, უბრალოდ სურვილის შემთხვევაში პაიკების თუ სხვა ფიგურების უყოყმანოდ გამწირავი.

ზურა ვარდიაშვილი

ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც სათქმელს არ სჭირდება განსაკუთრებული შესავალი, სიუჟეტის განვითარება, კვანძის შეკვრა, გახსნა, ფინალი... ზედმეტია მიკიბვ-მოკიბვა, შელამაზება, ბრძნულ გამონათქვამთა ციტირება, მოხდენილი იდიომებით ჟონგლიორობა.

ზურა ვარდიაშვილი

როგორც წესი, რედაქციები საახალწლოდ განვლილ წელიწადს აჯამებენ ხოლმე და, თუ ვინმეს 2019-ის დახასიათება მოუნდება, შეუძლია, ბევრი არ იფიქროს - ყველა კრიტერიუმით ეს იყო სირცხვილის წელიწადი. 

ზურა ვარდიაშვილი

ფაქტია, თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო თავისით იშლებოდა. ახალგაზრდა მეფე სრულიად უაზროდ დაუპირისპირდა მათ, როდესაც 1099 წელს ხარკის გადახდა შეუწყვიტა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე.

ზურა ვარდიაშვილი

შეეძლო ეთქვა, რომ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გაჰყვა საახალწლო განათებების მზადების პროცესის დასათვალიერებლად. ან – ქართული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იტალიური კურორტის სერვისებს ეცნობოდა, რომ მერე ჩვენი ბიზნესისთვის გამოცდილება გაეზიარებინა.