თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა - კიკაბიძე

ზურა ვარდიაშვილი

„თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, – უთხრა ჟურნაკლისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ კიკაბიძემ.

მან ეს განცხადება რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, იმიტომ რომ უპატრონობაა“,- თქვა  კიკაბიძემ.