Tbilisi Open Air 2020 გადაიდო

ზურა ვარდიაშვილი

Tbilisi Open Air 2020  გადაიდო.

ამ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ფეისბუკით ავრცელებენ.

“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი ივნისში აღარ ჩატარდება და გადაიდება.

ახალი თარიღების შესახებ არაუგვიანეს 25 ივნისისა ჩვენი გვერდის საშუალებით შეიტყობთ.

ამ ეტაპზე განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Tbilisi Open Air 2020-ის ფეისბუქ-ივენთზე თარიღებს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შევცვლით, ამიტომაც ახალი თარიღების გარკვევამდე იქ კვლავ 26-28 ივნისი იქნება მითითებული.

ბილეთების გაყიდვა შეჩერებული იქნება მანამ, სანამ ახალ თარიღებს არ გამოვაცხადებთ”- ვკითხულობთ განცხადებაში.