ბათუმი - წინასწარი მონაცემები: ოცნება 69%, „ნაციონალური მოძრაობა" - 31%

ზურა ვარდიაშვილი

ბათუმის ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს.

ცესკოს სპიკერის განცხადებით, 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ხმების 31%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო.

საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 20:00 საათისთვის ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობა – 51.3%-ია.