„ევოლუშენ გეიმინგმა" თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულებები ანაზღაურების გარეშე შეუჩერა

ონლაინკაზინო „ევოლუშენ გეიმინგი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს დილას, ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მუშაობის პროცესში თავი იგრძნო შეუძლოდ. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალურ ოთახში. გეგმის შესაბამისად, დავუკავშირდით სამედიცინო სამსახურს, რომელმაც არ ჩათვალა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვირუსის სიმპტომები და შესაბამისად, არ მოხდა მისი ტესტირება”. – ამბობენ კომპანიაში.

განცხადების მიხედვით – “მას უბრალოდ მიეცა მითითება წასულიყო სახლში, თვითიზოლაციაში. გარკვეული დროის შემდეგ ამ ადამიანმა დაადასტურა, რომ თავს გრძნობდა კარგად და არ ჰქონდა სიმპტომები, თუმცა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თავად ეს ადამიანი და ყველა მასთან შემხებლობაში მყოფი პირი სახლში გაგზავნის შემდეგ არიან თვითიზოლაციაში”.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ ვირუსის შემთხვევის დადასტურება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მისცა  მითითება სტუდიის შემდგომი საქმიანობის შეჩერების თაობაზე.

„ყველა თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა სტუდიებში, სახლშია და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვიწევს შევაჩეროთ საქმიანობა, ჩვენი თანამშრომლების – თამაშის წარმდგენებისა და ბანქოს მჩეხავების შრომითი ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე“. – ამბობენ კომპანიაში.