გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა, დაზარალებულად ცნეს

ზურა ვარდიაშვილი

როგორც საქართველოს პროკურატურის განცხადებაში ვკიტხულობთ – “2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ( ..) დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი”.

უწყების ინფორმაციით:

  • გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები.
  • გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა.
  • დანიშნულია ექსპერტიზები.

„რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაც  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია”. – აცხადებენ პროკურატურაში.