კახეთში 3 000 ლარით დააჯარიმეს პირი, რომელსაც „მარშრუტკით" მგზავრები გადაჰყავდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა ერთი  პირი, რომელსაც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო რეისით მგზავრები გადაჰყავდა.

ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 23 მარტიდან შეზღუდულია, მათ შორს, მატარებლით მოქალაქეთა გადაყვანა. [შეზღუდვა არ ეხება სატვირთო შემადგენლობებს.]

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”. – ამბობენ შსს-ში.

ამის გარდა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებში  თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.