Border circle

თათია ხალიანი

გუნდის წევრი

სიახლე

სტატია

თათია ხალიანი

თითქმის ორი თვეა თელავში მოხალისე გოგოები მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებს საკვებით ეხმარებიან. 8 მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახლა ის დროა როცა საკუთარი, პატარა ქალაქიდან უნდა დაიწყონ და ერთმანეთის დასახმარებლად გაერთიანდნენ. კრიზისის გამო მათ ირგვლივ ბევრი ადამიანი სამსახურისა და საარსებო შემოსავლების გარეშე დარჩა.

თათია ხალიანი

საქართველოში აზერბაიჯანული თემის კულტურასა თუ წეს-ჩვეულებებზე მცდარი წარმოდგენები იმდენად მყარადაა გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში, რომ ხშირად ტრადიციის ნამდვილი შინაარსი იკარგება. ერთ-ერთი ასეთი მითი ჭიშკარსა თუ ღობეზე მიკრულ წითელ ბაფთებს ეხება. წითელი ლენტი/ბაფთა თემში ბედნიერების სიმბოლოა და მრავალფეროვანი დატვირთვა აქვს. დანარჩენი საქართველოსთვის კი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში კარს მიბნეული წითელი ლენტი ნიშნავს, რომ სახლში დასაქორწინებელი გოგოა.

თათია ხალიანი

ერთი წლის წინ, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის გარე ფასადზე, მოძრავი კალათის ბაგირი გაწყდა. კალათაზე მდგომი სამი მუშა დაახლოებით 11 სართულის სიმაღლიდან ჩამოცვივდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში, მესამე კი  - შემთხვევიდან მეშვიდე დღეს.

თათია ხალიანი

29 იანვარს 28 სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი შეტყობინება მიუვიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ ისინი გათავისუფლდნენ და 1 თებერვლიდან  შრომითი ხელშეკრულება შეუწყდებათ. სოცმუშაკების გათავისუფლების  მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ -  კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე  დაატოვებინეს სამსახური.

თათია ხალიანი

სექსუალური შევიწროების პირველი და ჯერჯერობით ბოლო საქმე, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, თათია სამხარაძის საქმეა. 2016 წელს მან ღიად ისაუბრა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ და სასამართლო დავა დაიწყო. ამას მოჰყვა სხვა გახმაურებული საქმეებიც და #Metoo კამპანია, რომელმაც კარგად აჩვენა, როგორც პრობლემის მასშტაბი, ასევე საკანონმდებლო რეგულაციის საჭიროება. კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების განმარტება 2019 წლის მაისიდან გაჩნდა.

თათია ხალიანი

2005 წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ქეთი მახარაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ პროტესტი მოჰყვა, რომელიც შემდეგ ხმაურიან განხილვაში გადაიზარდა. პარლამენტარები ამბობდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ემსჯელათ.