Border circle

დეა ღირდალაძე

გუნდის წევრი

სტატია

დეა ღირდალაძე

რა მნიშვნელობა აქვს უფასო სასკოლო კვებას, როგორი მიდგომები არსებობს, რას ნიშნავს უნივერსალური სასკოლო კვება და როგორია მისი დანერგვის საერთაშორისო გამოცდილება - „პუბლიკის“ ამ მასალაში ყურადღებას გავამახვილებთ უნივერსალურ სასკოლო პროგრამაზე და „პროგრესული ფორუმის“ ეგიდით მომზადებულ (მკვლევარი ეთო გვრიტიშვილი) პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით გაგაცნობთ საერთაშორისო გამოცდილებას.

„პუბლიკა” სტატიაში შემოგთავაზებთ ქსელური სუპერმარკეტების ვაკანსიების ანალიზს, იქ მითითებულ შრომის ანაზღაურებასა და მის შესაბამისობას ე.წ. საცხოვრებელ ხელფასთან, შემოგთავაზებთ დარგობრივი ასოციაციის ხედვას, თუ რატომ რჩება ვაკანსიების ნაწილი აუთვისებელი და წაიკითხავთ მათ პოზიციას შეკითხვაზე – რატომ არის სუპერმარკეტებში თითქმის იდენტური პირობები და ანაზღაურება.

დეა ღირდალაძე

„იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მისი ცხოვრების სტანდარტი მკვეთრად არ გაუარესდება და შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ის სამუშაო, რომელსაც მიიჩნევს, რომ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისია და არ დასთანხმდეს დაბალანაზღაურებად სამსახურს"

დეა ღირდალაძე

„ეს არის პირველი გამარჯვება, რაც მომავალში სხვა გამარჯვებების იმედს აჩენს. გარდა ამისა, ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მოქალაქის სესხის განულება სამართლიანად მიიჩნია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკის” მიერ სესხებზე თვითნებურად გაზრდილი ვადა არაკანონიერი გადაწყვეტილება იყო"

ბავშვთა კეთილდღეობას ჩვენ უნდა შევეხოთ ბავშვებით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო ბავშვებით... აი, იმ სოციალური კონტექსტით, რომელშიც ისინი არიან – ოჯახებით, მშობლებით, სკოლითა და სხვა. აბსტრაქტულად ის, რომ მოდი, გავზარდოთ დახმარება და გახდეს 200 ლარი, (რომელიც არც ვიცით, როგორ მიდის ბავშვამდე) გამოსავალი არაა.

საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს (37.7%); ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე]

დეა ღირდალაძე

საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს, როგორიცაა: კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა  მნიშვნელოვანი საჭიროებები