ავტორი
სტატია
ბერლინის ფილარმონიაში კოვიდ აკრძალვების შემდეგ პირველი „ცოცხალი“ კონცერტი გაიმართა, რომელსაც ათასამდე მსმენელი სამედიცინო ტესტირების გავლის შემდეგ დაესწრო.
დასრულდა დიდი საოპერო ფანტომები, დაუსრულებელი გამოძახებები პრემიერის შემდეგ, მუსიკალური ექსპერიმენტები, სასამართლო დავა, სექსუალური სკანდალები და პოლიტკორექტულობით ნაკარნახევი სიგიჟეებიც. სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც 1973 წელს, „ტოსკას“ პრემიერაზე, რომელმაც მაესტრო ჯეიმს ლევაინს მუსიკალური ოლიმპისკენ გაუხსნა გზა.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 2021 წელს, კორონავირუსისა და პანდემიის პირობებში, მხოლოდ ონლაინრეჟიმში ჩატარდა, ჩვენთვის უმთავრესი მიზეზის გამო საინტერესოც იყო და მნიშვნელოვანიც.
1. რომელ საათზე დავნიშნოთ სპექტაკლები – 5-ზე, 6-ზე? თბილისის ტრეფიკი და საცობები ხომ წარმოგიდგენიათ... მოკლედ, კომენდანტის საათი ჩემთვის უმთავრესი საკითხია.
და მაინც, ამ პერფექციონისტული რეჟისორული ნამუშევრისა და შესანიშნავი ვოკალისტების ფონზე, გამორჩეულია ვენის საოპერო სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი, ვოკალური თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული, შინაგანი სიძლიერითა და ვნებით სავსე კარმენი - ანიტა რაჭველიშვილი.
თუ როგორ მოახერხებენ რეგიონული თეატრები უკვე ჩავლილი ბრწყინვალების შემდეგ მოახლოებული სიღატაკისა და პანდემიის პირისპირ არსებობას, უკვე მათ შემოქმედებით აქტივობასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული.
ჟან-კლოდ კარიერი ბოლო წლებში ასევე მუშაობდა სახელოვან მწერალთან და პუბლიცისტთან, უმბერტო ეკოსთან. 2009 წელს კარიერმა და უმბერტო ეკომ გამოაქვეყნეს საუბრები მედიის მომავლის შესახებ.
როდესაც 2019 წელს თბილისში, სტრიტ-არტის ფესტივალი - TBILISI MURAL FEST- დაარსდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი ენა, ვიზუალური თუ სოციალური გზავნილები მალევე ჩაეწერებოდა ძველი თუ ახალი თბილისის არქიტექტურაში, გაუცხოებულ ურბანულ გარემოში, ხოლო ნაცრისფერი კორპუსების გიგანტური კედლები ათასგვარ ფერებად შეიმოსებოდა.
1993 წლიდან ლარს ნურენი მუშაობდა რეჟისორად სხვადასხვა თეატრში. ასევე თანამშრომლობდა შვედურ ტელევიზიასთან. განსაკუთრებით საინტერესოა პერიოდი, როდესაც სამეფო დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობდა სტოკჰოლმში (1999 - 2007 წლები), 2009 წლიდან - სახალხო თეატრს გეტებორგში. განსაკუთრებული პუბლიცისტური და პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა 2007 წელს გამოქვეყნებულ პიესას „ანა პოლიტკოვსკია, მეხსიერება“, რომელიც მოგვიანებით დაიდგა შვედეთსა და გერმანიაში.
მოხდა ის, რაც ბერლინის კინოფესტივალის დირექციისა და ორგანიზატორების დიდი მონდომების მიუხედავად, მაინც მოსალოდნელი იყო: 71-ე კინოფესტივალის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, 20 იანვარს პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ ფესტივალი დაგეგმილი ფორმატით აღარ გაიმართება.
რეზო გაბრიაძე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე საუბრობს თითქმის ყველაფერზე: სიყვარულზე, პატივისცემაზე, მონანიებაზე, პატიებაზე, სევდაზე, მიუწვდომელ თუ მიუღწეველ ოცნებებზე… ამ ყველაფრის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერს ნიშნავს. და კიდევ, გაგვიმხელს, რამდენი სიღრმე და შეუმჩნეველი სილამაზეა ცხოვრებისეულ წვრილმანებში; პროზაში, რომელსაც ყოველდღიურად გადავაბიჯებთ და რომლის პოეზიასაც ვერასდროს ვამჩნევთ!
სატელევიზიო დრამაში განაკუთრებული თითქმის არაფერია: ძირითადად, მსხვილი პლანებით, წმინდა სატელევიზიო გამოსახულებითა და მხატვრული დეტალებით გამოირჩევა. გარკვეული პერფექციონიზმითაა აღბეჭდილი მხატვრობა და კოსტიუმებიც (ვერონიკა ალბერტი), ხოლო კარგად გაწვრთნილი თეატრალური მსახიობების თვინიერი თუ ზომიერი თამაში, არც ხელს გიშლით და არც განსაკუთრებული მიღწევებით გამახსოვრდებათ.
70 წლიანი კარიერის განმავლობაში პიერ კარდენი მოდის სამყაროს შეუვალ ავტორიტეტად იქცა. ამავე დროს, მისი უცნაური და სარისკო იდეები მუდმივად განსჯისა და კამათის საგანი ხდებოდა. მისი ყოფილი ასისტენტი, თანამშრომელი და შემდგომში ასევე ცნობილი დიზაინერი, ჟან პოლ გოტიე ამბობდა: „მან მასწავლა როგორ შეიძლება ძველი და დანგრეული სკამიდან მოდური ქუდის გაკეთება“.
სხვათა შორის, სოფი ლორენმა კარიერაში პირველი „ოსკარი“ 1961 წელს მიიღო, რეჟისორ ვიტორიო დე სიკას ფილმში "ჩოჩარა" შესრულებული როლისთვის, რომელიც სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროის იტალიაზე მოგვითხრობს.
სხვათა შორის, ვენეციის 2012 წლის კინოფესტივალის დამთავრების შემდეგ, სეულში, რეჟისორის ბინაში მისულმა პოლიციამ მას ბრალი წაუყენა ფილმის გადაღებისას ქალთა მიმართ ძალადობაში. თუმცა, თავად მსახიობმა ეს ფაქტი რეჟისორის დავალებითა და სცენარში მოთხრობილი ეპიზოდით ახსნა.
ასეა თუ ისე, „სიმონ ბოკანეგრას“ წარმატებულ პრემიერაში საკმაო წვლილი შეიტანა ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ, რომელიც უკვე კარგა ხანია ევროპის ცნობილ საოპერო სცენებს იპყრობს. ხოლო ამას წინათ, შორეულ ავსტრალიაში, სიდნეის ცნობილ საოპერო სცენაზე, ჟორჟ ჟერმონის პარტია შეასრულა ვერდის „ტრავიატაში“.
80-იანი წლების ბოლოს, „შაუბიუნე“ ჩეხოვის რეპერტუარით მოსკოვში საგასტროლოდ ჩავიდა, სადაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წლად, ხოლო იუტა ლამპე ერთ-ერთ საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს. არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი როლები კინოში. განსაკუთრებით მარგარეტ ფონ ტროტას ფილმებში „დები, ანუ ბედნიერების ბალანსი“ (1979) და „ტყვიის დროება" (1981). ფილმი „ტყვიის დროება“ მართლაც გამორჩეულია მსახიობის ბიოგრაფიაში, რომელიც ცნობილი მემარცხენე ტერორისტის, გუდრუნ ენსლინის (ამ როლს ბარბარა ზუკოვა თამაშობს) დას, ჟურნალისტ იულიანას განასახიერებს.
რომან ვიკტიუკი დაიბადა 1936 წელს ლვოვში. 1956 წელს, „გიტისის“ (მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი) დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ლვოვის, კიევის, ვილნიუსის თეატრებში. 70-იან წლებში კი ლიტვის რუსულ დრამატულ თეატრში მთავარ რეჟისორად.
2008 წელს ოზლემ ტიურეჩთან ერთად დაარსა სამდიცინო ფირმა, რომელსაც დღეს 1300 თანამშრომელი ჰყავს და რომელიც სხვადასხვა მძიმე დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაზე მუშაობს.
ერეკლე წულაძის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული - ჩინეთში, იაპონიაში, ისრაელში, ამერიკაში, კანადაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიშია, ყაზახეთში თუ ბალტიის ქვეყნებში. ისინი როგორც კერძო გალერეებსა თუ კოლექციებში, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერებშია განთავსებული.
ნეონის განათებით შემოფარგლული სივრცე-ჯოჯოხეთი, რომელშიც მხოლოდ ქვიშა და სამიოდე სკამია, არ ტოვებს ადგილს გულწრფელი აღსარებისთვის. რეჟისორი კარგად იყენებს საცხენოსნო მანეჟის სივრცეს, ქვიშას, ეკრანულ პროექციას და ღამის უდაბნოდ უფრო წარმოაჩენს ჯოჯოხეთს, რომელსაც გარს უსიტყვო მსახური (სპექტაკლში რატომღაც ბაყაყად გადაქცეული მოხეტიალე მოგზაური თუ მთესველი) უვლის გარსს.
ციფრული თეატრი - ესაა თეატრი დღეს. ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში და სწორედ ახლა. თეატრმა თითქოს თავი დააღწია შენობებს, გაწერილ განრიგს, რეპერტუარს, საგასტროლო პოლიტიკას, სააბონიმენტო სისტემას და მისამართს. ის უმისამართოა, ის ჰაერშია და რადიოტალღების მეშვეობით სადაც ინტერნეტი გადაიცემა, მოვა სახლში.
„ის ყოველთვის იყენებს ნათელ ფერებსა და საოცარ მოცულობებს“ - აღნიშნავს კირკ ჰენესტროსა, სინგაპურში ლასალის ხელოვნების კოლეჯის მოდის სკოლის ხელმძღვანელი - „ფიქრობ, რომ იგი უსწრებდა დროს და იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, ვინც გაბედულ ექსპერიმენტებს ანხორცილენდა ასექსუალური მოდის იდეების დამკვიდრებაში... და რაც მთავარია, არასდროს ეთანხმებოდა ქალისა და მამაკაცის მოდის სტერეოტიპებს“.
სალომე ჯიქიას მიაჩნია, რომ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იტალიელმა დირიჟორმა და მუსიკოსმა, ალბერტო ძედამ. პეზაროში მან პირველად მოუსმინა ქართველ სოპრანოს და ურჩია, რომ მისთვის განსაკუთრებით მომგებიანი და ეფექტიანი იქნებოდა მოცარტისა და როსინის საოპერო პარტიები და რეპერტუარიც. სწორედ პეზაროდან და როსინის ფესტივალიდან იწყება სალომე ჯიქიას ევროპული კარიერაც.
ორგანიზატორებს აშკარა სოციალური სელექცია გამოუვიდათ და მხოლოდ „რადისონში“ დაბინავებულ სტუმრებს მიენიჭათ უპირატესობა. მით უმეტეს, რომ ღია საკონცერტო დარბაზი, რომელშიც საფესტივალო კონცერტები იმართება, სწორედ სასტუმროს შემადგენელი ნაწილია.
ხატია ბუნიათიშვილის ყოველი გამოჩენა საკონცერტო სცენაზე ყოველთვის მოვლენაა. მისი შარმი, მუსიკალურობა, ტექნიკა და პუბლიკასთან ურთიერთობის გასაკუთრებულობა თუ უშუალობა, ლამის წინასწარვე განსაზღვრავს თაყვნისმცემელთა აღფრთოვანებულ დამოკიდებულებას.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებულ ნომინაციებს აუქმებს.
თეატრალებს ალბათ, კარგად ემახსოვრებათ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს და ფესტივალის დირექტორს, თენგიზ ხუხიას მაშინ რა პირობებში მოუხდათ ფესტივალის ჩატარება.
ბრწყინვალე სცენოგრაფია, ფერები და კოსტუმები, რომელსაც ვარლიკოვსკის მუდმივი თანამოაზრე და მეგობარი, მალგოჟატა შჩესნიაკი ქმნის, საშუალებას აძლევს მაყურებელს ელექტრას მითი - მკვლელობის, რისხვის, სიძულვილის, შურისძიების ფაქტები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და „მინის ოფისების“ ფონზე გაიაზროს.
აგვისტოში ნაციონალური ბალეტი ბათუმს ეწვევა, თვის ბოლოს კი ვისაც ახალი პროგრამა არ უნახავს, შეუძლია ნაფეტვრების ღია სცენას ესტუმროს და თაკარა „არქეტიპებს“ მართლაც არქეტიპული განზომილება მოუძებნოს.
აშკარაა, დროთა განმავლობაში სტურუას თეატრალური მითებიც ისევე გაცვდა, როგორც ოდესღაც, 70-იან წლებში სანიმუშოდ დაზეთილი, საბჭოთა, საყოველთაო და სახალხო „ჟიგული“.
თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წელს დაარსდა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თბილისში იმართება. მისი მასშტაბი და მნიშვნელობა მხოლოდ პროფესიულ-მუსიკალური თვალსაზრისით არ განისაზღვრება. ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ის გაცილებით დიდი მოვლენაა, რომელიც სცდება როგორც „ჩეკინ ჯორჯიის”, ისე კლასიკური-საოპერო მუსიკის ფარგლებსა და გლობალურ მნიშვნელობას იძენს.
მორიკონეზე, როგორც კომერციული კინომუსიკის ავტორზე საუბარი, გამართლებულია, თუმცა საკამათოც. მისი მუსიკა, მასკულტურის აშკარა განაცხადია და ამავე დროს, კლასიკური შრეებსაც მოიცავს (მაგალითად, კრიტიკოსები წერდნენ შუმანის, შოპენის და რახმანინოვის გავლენაზე). თუმცა ეს სულაც არ ამცირებს რომის კონსერვატორიის კურსდამთავრებული კომპოზიტორის აზროვნებასა და მასშტაბს. პირიქით, კლასიკური და მასკულტურის მუსიკალური კავშირი მორიკონეს უნიკალურ და უნივერსალურ ნიჭს ადასტურებს.
გერმანიის ხელისუფლებამ ბრალდების მხარეს მოუწოდა „მეშვიდე სტუდიის” გამოძიების საქმეში უზრუნველყოს „ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც შეესაბამება კანონის უზენაესობასა და სტანდარტებს“. ამასობაში ცნობილი ევროპელი რეჟისორები და წამყვანი თეატრების ხელმძღვანელები პროტესტსა და მწუხარებას გამოთქვამენ „მეშვიდე სტუდიის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და სასამართლო პროცესის ტენდენციურობის გამო.
ამ უჩვეულო კონცერტის კონცეფციის ავტორი არ მალავს, რომ ეს საკმაოდ უცნაური იდეაა, თუმცა ამბობს, რომ მისი მიზანი იყო გამოხმაურებოდა იმ შემზარავ ცვლილებებს, რაც ესპანეთსა და მთელს მსოფლიოში მოხდა: „კოვიდ-19-ით ბუნებამ რეალურად და მრისხანედ შეძლო ჩვენთვის შეეხსენებინა რამდენად დაუცველები, სუსტები და დისჰარმონიულები ვართ სინამდვილეში...
საიუბილეო სეზონის აღსანიშნავად ფესტივალის დირექციისა და კერძოდ, მარკუს ჰინტერჰოიზერის მიერ მოწვეულ დირიჟორებს შორის იქნებიან: რიკარდო მუტი, ინგო მეცმახერი, კირილ პეტრენკო, დანიელ ბარენბოიმი, გუსტავო დუდამელი, კენტ ნაგანო და სხვები. საერთო ჯამში ზალცბურგში ცხრა დიდი საკონცერტო პროგრამა შესრულდება
გერმანიის მთავრობამ პანდემიის პირობებში, დამატებით ერთი მილიარდი ევრო გამოყო ქვეყნის კულტურის დასახმარებლად. სუბსიდიებისა და პაკეტის უდიდესი ნაწილი მიზნად ისახავს კულტურის ინსტიტუტების, კულტურული ცენტრების, ინფრასტრუქტურის, დამოუკიდებელი არტ-ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას პანდემიამდე არ იღებდნენ.
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს, მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს და პანდემიური სიცარიელე ახალი და მისაღები იდეებით შეავსოს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ სათანადო გეგმის შემუშავების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.
ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირის მცდელობებს გაუქმებული ფესტივალებისა და დარღვეული კულტურული კავშირების სწრაფი აღდგენის შესახებ.
კორონავირუსის გამო ევროპაში, ფაქტობრივად, ყველა ცნობილი თეატრალური თუ კინოფესტივალი ფესტივალი გაუქმდა. ერთადერთი და ყველაზე მაღალი დონის ფესტივალი, რაც წელს ევროპაში მოასწრეს – ბერლინის საიუბილეო, 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იყო, რომელიც 20 თებერვალს გაიხსნა და 1 მარტს დაიხურა.
საიუბილეო, 70-ე ბერლინალეს დაწყების წინ ბევრი იმედოვნებდა, რომ ცვლილებები ოქრო-ვერცხლის „დათვების“ დანაწილებაზეც აისახებოდა. დიახ, დროც შეიცვალა და ფესტივალის დირექციაც, მაგრამ ფესტივალის პრინციპი მაინც უცვლელი დარჩა - საკუთრივ კინოს ისევ გლობალური პოლიტიკური თუ სოციალური კონტექსტი ამარცხებს.
კიდევ ერთი თავისებურება, რითაც ბერლინის კინოფესტივალი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში იკვებებოდა, „ქანცგაწყვეტილი“, პოლიტიკური და ესთეტიკური მითების გადამუშავება-დახარისხებაა. ისინი ზოგჯერ ახალია, აქტუალური და თანამედროვე, თუმცა ძირითადად, მაინც მეორადი მოხმარებისა თუ მნიშვნელობის.
კინოფესტივალი სინამდვილეში გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საკონკურსო ან არაოფიციალურ პროგრამაში ჩაწერილი ფილმების სიაა. ეს მთელი წლის მუშაობის შეჯამებას გულისხმობს
შვეიცარიიდან იტალიაში იძულებით განდევნილი პატარა ანტონიო წლების განმავლობაში მდინარე პოს სანაპიროზე, უკიდურეს სიღატაკესა და მარტოობაში ცხოვრობს.
ახალგაზრდა მსახიობს, ლევან გელბახიანს (მთავარი როლი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“) დიდი შანსი აქვს ახალ წარმატებას მიაღწიოს, ის უკვე დაასახელეს ახალგაზრდა მსახიობთა ათეულის („ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“) ფავორიტად და სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ.
კრიტიკოსები და ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბერლინის კინოფესტივალისთვის 2020 წელი ერთგვარი განახლებისა და ეგზისტენციური ცვლილების თარიღი უნდა გახდეს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ბერლინი საიუბილეო, 70-ე ფესტივალისთვის საგანგებოდ ემზადება, არამედ თავად ფესტივალის დირექციის ცვლილების გამოც. ახალი სამხატვრო ხელმძვანელის, კარლო შატრიანისთვის (იტალია) და აღმასრულებელი დირექტორის, მარიეტა რისენბეკითვის (ჰოლანდია) ეს ერთგვარი ტესტი იქნება: შეძლებენ თუ არა ისინი ერთ-ერთი უძველესი და აღიარებული ფესტივალის ცოტა არ იყოს, შელახული იმიჯის აღდგენას და ახალი იდეებისა თუ კონცეფციის გენერირებას?
„მისმა ხმამ და არტისტულობამ მოხიბლა ჟიურიც და პუბლიკაც ფინალურ საკონცერტო საღამოს“ - აღნიშნულია ფესტივალის პრეს-რელიზში.
სახელოვანი ამერიკელი „ოსკაროსანი“ რეჟისორი, მარტინ სკორსეზე გასულ წელს მოულოდნელად საოპერო თემით დაინტერესდა და დეკემბერში, ახალ დოკუმენტურ ფილმზე დაასრულა მუშაობა, რომლის სახელწოდებაა „ორატორია“ ( The Oratorio). გადაღებები იტალიასა და ნიუ-იორკში მიმდინარეობდა.
20 იანვარს სტოკჰოლმში გამართულ, შვედეთის ეროვნული კინოდაჯილდოების რიგით 55-ე ცერემონიაზე - Guldbaggegalan 2020 („ოქროს ხოჭო“, 2020) უკვე მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ შვედურ-ქართულ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის რეჟისორია წარმოშობით ქართველი ლევან აკინი, საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის პრიზი გადაეცა.
ამ კითხვებს თავისი მკვლევარ-მძევლები ჰყავს განსაკუთრებით ძველ და გამოცდილ არტისტულ ელიტაში, რომლებმაც გაცვეთილი მითების დაკემსება ვერაფრით შეძლეს. გასული წლის ბოლოს, „ხელოვნების მოღვაწეებმა“ განათლებასა და სპორტს უშნოდ „მიკერებული“ კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფა მოითხოვეს და წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
ფესტივალის ბოლო დღეები ისევ უცხოელ თეატრალურ დასებს დაეთმობათ, რომელთა წარმოდგენები ბათუმის თეატრის დიდ და მცირე სცენაზე გაიმართება. ფესტივალი კი 20 დეკებერს იტალიური თეატრის „ნო გრავიტის“ მიერ დადგმული „ღვთაებრივი კომედიით“ დასრულდება. დანტეს შედევრს რეჟისორი ემილიანო პელიზარი ყოვლად არაღვთაებრივი ხერხებითა და ტექსტის გარეშე გაუსწორდა. თუ როგორ, ამაზე სხვა დროს...
ტალჰაიმერი უბრალო და შთამბეჭდავი რეჟისორული ახერხებს მიაღწიოს შეუძლებელს - ყელაფრით დაღლილ და ყველაფრის მნახველ პოტსბურჟუაზიულ ეპოქაში, მედეას შემზარავი ისტორია ისეთი თხრობითი, გასაგები და ამავე დროს, კონკრეტული შინაარსისგან დაცლილი გახადოს, რომ ანტიკურ წარმოსახვასთან დაგვაკავშიროს.
სიახლე
ბლოგი
გულზე ხელი დაიდეთ, ან თუ გნებავთ ნუ დაიდებთ, ისე თქვით, რამეს თუ გეუბნებათ სახელი და გვარი - ნაჩო დუატო? სტაჟიან ბალეტომანებს, მრავალგზის პუანტგაცვეთილებს, თანამედროვე ცეკვით გატანჯულებს, ჟიზელის საფლავზე აღმართული ჯვარცმიდან გარდამოხსნილებს და კირკიტა კრიტიკოსებს, მაინცა და მაინც არ ვგულისხმობ...
ძალაუფლება იმდენად გაგიტკბა, რომ არ გესმის და ვერც ხვდები, რატომ უნდა მოშალო ბარიერი შენსა და საზოგადოებას შორის. ვერც იმას აცნობიერებ, რომ სწორედ საზოგადოების წინაშე გაქვს ვალდებულებები და თუ ამის გაცნობიერება არ და ვერ შეგიძლია, გაითამაშე მაინც, რაღაც ზოგადი სიტყვები მოძებნე, ცოტა ითვალთმაქცე.
ეს ნიშნავს, რომ ყველა ისევ საკუთარი სურვილებითაა შთაგონებულიც და განწირულიც, რომ ყველა თავისთვისაა, ხოლო საარჩევნოდ, ყოველ ოთხ წელიწადში შეწუხებული ღმერთი - ყველას წინააღმდეგ. როგორც ჰერცოგის ფილმში.
კომპოზიციის ბოლომდე ქალები სკამებზე სხედან, რაც ნიშნავს, რომ მოძრაობის არეალი შეზღუდული აქვთ, ხოლო გამომსახველობითი საშუალებები – უკიდურესად შეკვეცილი.
პირდაპირ მეოცე საუკუნის ოპერის ლაბირინთში გეპატიჟებით, რომელიც უფრო გონებრივ და ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მსოლოდ სიამოვნების მიღება და მუსიკალური რელაქსაციაა.
ჩვენი უცნაური საფორტეპიანო დროის დივების დაუსწრებელი და დრამატული დრაივი (აქ მგონი, რაღაც ალიტერაციაც გამოვიდა!) უფრო დაფარული თუ წაუხალისებელი ვნებების გამოძახილი მგონია. რაც ყოველგვარი ესთეტიკის მიღმაა და მაინც პრიმიტიულ ქოცურ-ნაცურ დიალექტიკამდე დაიყვანება. თუმცა საგულისხმოა, რომ ამ დაგვიანებით გაღვივებული ვნებების სააშკარაზე გამოტანა მაინც რუსული მედიით, უფრო ზუსტად, ტელეარხ „კულტურის“ საშუალებით მოხერხდა.
ერთმნიშვნელოვნად, „ნამე“ ზაზა ხალვაშის საუკეთესო ფილმია და მხოლოდ მწუხარედ და დანანებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელიც! 62 წლის რეჟისორს არ დასცალდა ახალი, სრულმეტრაჟიანი ფილმის დასრულება სახელწოდებით „წვიმა ორ ნაპირზე“ (საქართველოსა და ლიეტივას ერთობლივი კოპროდუსცია) რომლის გადაღებაც ჯერ დასრულებული არ ჰქონდა.
თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული და ბრიტანული ფილმების სიმრავლით გამოირჩევა.